ტრენინგები მასწავლებლებისთვის

  • Home
  • Optional
  • ტრენინგები მასწავლებლებისთვის
07 აპრ


This post is also available in: Deutsch (German) English (English)

უმაღლესი სასწავლებლის და სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგები

 

ევროპული ენების ინსტიტუტი მუდმივად ატარებს ტრენინგებს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებისთვის. პროფესიული განვითარების მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კურსებზე, სადაც გაივლიან სწავლების მეთოდიკას და სტრატეგიებს, ასევე  შეფასებისა და გაკვეთილის დაგეგმვის საკითხებს.

ჩვენი საერთაშორისო ტრენერები, და დარგის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  დარგობრივი საბჭოს მუშაობაში, უმაღლესი განათლებისთვის ენის დაუფლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების კუთხით.

 

ტრენინგების მიზანი

 

·        სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა 

         სასწავლო პრაქტიკაში:

·        მასწავლებელთა ზოგადპროფესიული უნარების განვითარება;

·        მასწავლებელთა მეთოდური კომპეტენციის ამაღლება;

·        მასწავლებელთა ცოდნის ამაღლება შესაბამის კულტურასა და ქვეყანათმცოდნეობაში;

·        თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნის და უნარების შეძენა;

·        კურსის მანძილზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება და დანერგვა

          უცხოური ენის პედაგოგთა პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

           ტრენინგების დასრულების შემდეგ პედაგოგები მიიღებენ ევროპული ენების ინსტიტუტის სერტიფიკატს.

 

გალერეა