გერმანული ენისა და კულტურის ცენტრი

  • Home
  • Optional
  • გერმანული ენისა და კულტურის ცენტრი
22 ოქტ


This post is also available in: Deutsch (German) English (English)

უსაზღვრო შესაძლებლობები გერმანული ენის!

გერმანული ენისა და კულტურის ცენტრი

ქართულ-გერმანული ენისა და კულტურის ცენტრის მიზანია გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში.

გერმანული ენის შესწავლა ნიშნავს, გერმანიაში განათლების მიღების, პროფესიული წინსვლის და წარმატებული კარიერის შექმნის დიდ შესაძლებლობას.

ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ გერმანული ენა ქართველი ახალგაზრდებისთვის სასურველი გახადოს, გაუღვიძოს მათ ამ ენისადმი ინტერესი და დაანახვოს, რის შესაძლებლობას იძლევა მისი ცოდნა.

გერმანული ენისა და კულტურის ცენტრში მოქმედებს გერმანული ენის ინტენსიური კურსები. კურსი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს გერმანულენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.


გერმანული ენის დარგობრივი კურსები

კურსის მიზანია დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით მისცეს კურსის მონაწილეებს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაციის შესაძლებლობა, დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მათ გერმანულ და ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში წარმატებულ კომუნიკაციას.

კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

სერტიფიკატის მოპოვება გერმანულ ენაში ევრო კომისიის საერთო სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ  დონეების შესაბამისად

ტესტირება ჩატარდება ორ ეტაპად

I ეტაპი – წერითი გამოცდა

II ეტაპი – ზეპირი გამოცდა

გამოცდის ღირებულება 220 ლარი.

გამოცდის ცაბარება შსაძლებელია ასევე ექსტერნად.

ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ იმეილზე

კურესებზე რეგისტრაცია 2022 წლის 7 მარტამდე 

info@eli.ge