კვლევა

ცენტრის ზოგადი აღწერა და მიზნები

სამხრეთ კავკასია და კერძოდ საქართველო გეოპოლიტიკურად ძალზე საინტერესო რეგიონებია, ამიტომ დიდია დაინტერესება საზღვარგარეთის ქვეყნების ამ რეგიონით (ტურიზმი, საწარმოები, მშენებლობა, ტრანზიტული გზები და ა.შ.) იზრდება მობილურობა უცხოეთის ქვეყნებთან და შესაბამისად, მოთხოვნილება უცხოური ენების სწავლება-შესწავლისადმი.

ცენტრი წარმართავს საერთაშორისო კვლევებს სამხრეთ კავასიაში ყველაზე უფრო გავრცელებული უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული, ესპანური, იტალიური) სწავლებისა და სწავლის საკითხებში.

მიზნები და ამოცანები:

  • უცხო ენის სწავლისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური, კურიკულარული, დიდაქტიკური, მეთოდური პრინციპების შემუშავება. მათ შორის უცხოური ენების, როგორც ტერციული ენების შესწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთან ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება.
  • ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა.
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, გაძლიერება.
  • ასევე საქართველოში მულტილინგვალიზმის ხელშეწყობის მიზნით მეორე სავალდებულო უცხო ენის დანერგვა. პირველი უცხო ენის სწავლის გამოცდილებების გათვალისწინება და დაკავშირება მეორე უცხო ენასთან. ამასთან ჩვენი პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინება.
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოცდილებების გაცვლა-გაზიარება. მათი ნაშრომების პოპულარიზაცია. ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.
  • რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების დაგეგმვა–მომზადება.
  • უცხოური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა გადამზადებაში, როგორც უცხოურ ენაში ისე შესაბამის კულტურაში.

 

საბოლოო შედეგები და მათი გამოყენება

ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უცხო ენების სწავლისა და სწავლების საქმესა და მეორე უცხო ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვიძებაში.

ასევე ჩვენს ევროპულ პარტნიორ უნივერიტეტებსა და სხვა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და შემდგომში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და ზოგადად საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საქმეში.

მრავალენოვნება დღეს ევროპაში რეალობაა. საქართველოში კი მეორე უცხო ენის დამკვიდრება და სტუდენტთა ამ თვალსაზრისით დაინტერესება საჭიროებს ჩვენი უცხოელი კოლეგების დიდ ხელშეწყობას, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას, სტუდენტთა ინტერკულტურულ გაცვლას, ეს კი ევროპულ სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით არის მხოლოდ შესაძლებელი.

ცენტრის მეთოდურად და მეცნიერულად დასაბუთებული შედეგები ხელს შეუწყობს ბოლონიის პროცესის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას. უცხოური ენის სპეციალისტები სისტემატურ გადამზადებას და მეცნიერულად დასაბუთებულ პროფესიულ განათლებას საჭიროებენ. ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დედაქალაქსა და რეგიონებში უცხო ენის მასწავლებლებელთა გადამზადებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროში. ასევე საფუძველი ჩაეყრება დარგობრივი უცხო ენის სპეციალურ კურსებს უმაღლესი სასწავლებლის უცხო ენების პედაგოგებისათვის.