სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა *ლინგვა* 2013 ინგლისურ ენაში

ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ

 ევროპული ენების ინსტიტუტი 2013 წლის, 25 მაისს, . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიატარებს რესპუბლიკურ ოლიმპიადას

ინგლისურ  ენაში. ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

ყველა მონაწილე, მიიღებსოლიმპიადაში მონაწილეობის მოწმობას.

ყველა წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებსგამარჯვებულის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 მაისი.

რეგისტრაციის გავლის პირობები:

·                     24 მაისის ჩათვლით ბანკში უნდა გადარიცხოთ 15 ლარი სარეგისტრაციო თანხა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი, სახელი ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად , სკოლა, კლასი  (მოსწავლეებმა რეგიონებიდან  უნდა მიუთითოთ ასევე რეგიონის სახელი)

ქვითარი უნდა წარმოადგინოთ გამოცდის დღეს

 

 

         

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიში- ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშისნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01       საბანკო კოდი:TBCBGE 22

თანხის დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები    შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი, სახელი ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად , სკოლა, კლასი  (არასრული მონაცემების მითითების შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება კონკურსზე).

სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.

წერითი ტესტირება ჩატარდება: თბილისი,  . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიუნივერსიტეტის  ქუჩა 11,  საგამოცდო ცენტრი, ბიბლიოთეკის შენობა (მაღლივ კორპუსთან, მაღლივის მოპირდაპირე მხარეს).

წერითი ტესტირების ჩატარების ზუსტი საათები კლასების მიხედვით და  შეფასების კრიტერიუმი დაიდება ვებგვერდზე   23  მაისს.

შედეგები ვებ გვერდზე  დაიდება  კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში          

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

ევროპული ენების ინსტიტუტი

ტელეფონით ინფორმაცია გაიცემა

ორშაბათი-პარასკევი  9.00-14.00 ტელ: 2 72 68 30; 568 33 18 36;

იმეილი: info@eli.ge

ვებ გვერდი:www.eli.ge