სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა *ლინგვა* 2013 ინგლისურ ენაში

რეგისტრაცია გაგრძელებულია 5 დეკემბრამდე

ოლიმპიადა ჩატარდება 8 დეკემბერს (კვირას)

ევროპული ენების ინსტიტუტი 2013 წლის 17 ნოემბერს, ატარებს რესპუბლიკურ ოლიმპიადას ინგლისურ  ენაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

ყველა მონაწილე, მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მოწმობას.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს – გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

 

რეგისტრაციის გავლის პირობები:

  • 1 ნოემბერამდე ბანკში უნდა გადარიცხოთ 15 ლარი სარეგისტრაციო თანხა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი, სახელი ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად , სკოლა და  კლასი ინგლისურად  (მოსწავლეებმა რეგიონებიდან  უნდა მიუთითოთ ასევე რეგიონის სახელი ინგლისურად)

ქვითარი უნდა წარმოადგინოთ გამოცდის დღეს

 

საბანკორეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიში- ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშის ნომერი: GE64 TB 72 8343 6080 1000 01           საბანკო კოდი: TBCBGE 22

(არასრული მონაცემების მითითების შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება კონკურსზე).

სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.

წერითი ტესტირება ჩატარდება: თბილისი . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის  ქუჩა 11,  საგამოცდო ცენტრი, ბიბლიოთეკის შენობა (მაღლივ კორპუსთან, მაღლივის მოპირდაპირე მხარეს).

ზუსტი საათები კლასების მიხედვით და  შეფასების კრიტერიუმი დაიდება ვებგვერდზე 10 ნოემბერს.

 

შედეგები  ვებ გვერდზე  დაიდება  კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში .

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

ევროპული ენების ინსტიტუტი

ტელეფონით ინფორმაცია გაიცემა

ორშაბათი-პარასკევი  9.00-14.00 ტელ: 2 72 68 30; 568 33 18 36;

იმეილი: info@eli.ge

ვებ გვერდი:www.eli.ge