სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა *ლინგვა* 2013 ინგლისურ ენაში

საქართველოში ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც კონკურსს ატარებს ევრო კომისიის საერთო სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით,  რომელიც შედგება როგორც წერითი ასევე ზეპირი კომპონენტისგან 2013 წლის 8 დეკემბერს, ატარებს რესპუბლიკურ ოლიმპიადას ინგლისურ  ენაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

ყველა მონაწილე, მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მოწმობას.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, რომლებიც როგორც წერითი ასევე ზეპირი კომპონენტებისგან შემდგარ გამოცდას გაივლიან, – გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადა –  5  დეკემბრამდე

რეგისტრაციის გავლის პირობები:

  • 1 დეკემბრამდე ბანკში უნდა გადარიცხოთ 15 ლარი სარეგისტრაციო თანხა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი, სახელი ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად , სკოლა, კლასი  (მოსწავლეებმა რეგიონებიდან  უნდა მიუთითოთ ასევე რეგიონის სახელი)

ქვითარი უნდა წარმოადგინოთ გამოცდის დღეს

 

 

საბანკორეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიში- ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშის ნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01       საბანკო კოდი: TBCBGE 22

(არასრული მონაცემების მითითების შემთხვევაში კონკურსანტი არ დაიშვება კონკურსზე).

ოლიმპიადა  ჩატარდება ორ ეტაპად;

I  ეტაპი-  წერითი ტესტირება;

II  ეტაპი- ზეპირი გასაუბრება; (მეორე ეტაპზე გადავლენ კონკურსანტები, რომლებიც მეორე ტურში შესაბამის გადამსვლელ ქულას დააგროვებენ)

 

სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.

წერითი ტესტირება ჩატარდება: თბილისი . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის  ქუჩა 11,  საგამოცდო ცენტრი, ბიბლიოთეკის შენობა (მაღლივ კორპუსთან, მაღლივის მოპირდაპირე მხარეს).

ზუსტი საათები კლასების მიხედვით ვებგვერდზე დაიდება  2  დეკემბერს.

 

შედეგები  ვებ გვერდზე  სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით დაიდება  კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში .

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

ევროპული ენების ინსტიტუტი

ტელეფონით ინფორმაცია გაიცემა

ორშაბათი-პარასკევი  9.00-14.00 ტელ: 2 72 68 30; 568 33 18 36;

იმეილი: info@eli.ge

ვებ გვერდი:www.eli.ge