სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა *ლინგვა* 2013 ინგლისურ ენაში

ოლიმპიადა ინგლისურ ენაში ჩატარდება კვირას,

2013 წლის   8 დეკემბერს12.00 საათზე ყველა კლასისთვის.

წერითი ტესტირება ჩატარდებათბილისი . ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის  ქუჩა 11,  საგამოცდო ცენტრი, ბიბლიოთეკის შენობა (მაღლივ კორპუსთან, მაღლივის მოპირდაპირე მხარეს),  დიდ საგამოცდო დარბაზში.

წერითი ტესტირების შედეგები  ვებ გვერდზე  სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით დაიდება  კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში.

საპრიზო ადგილის გამოვლენის მიზნით ჩატარდება აგრეთვე გასაუბრება.

გასაუბრებაზე მხოლოდ  ყველაზე მაღალ რეიტინგული მონაწილეები გადავლენ.

გასაუბრებაზე გადასვლის ზუსტი კრიტერიუმები (ქულათა მინიმალური რაოდნობა) ტესტების ქულებთან ერთად გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

 

სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.