სწავლა გერმანიასა და საქართველოში

პირველად საქართველოში!

ქართულ-გერმანული ერთობლივი მოდულური პროგრამა: ,,სასტუმროს მენეჯმენტი“

  • სწავლების ენა: ქართულ-გერმანული;
  • პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე;
  • სწავლის ადგილი 3 თვე -საქართველო; დაფინანსებული 3 თვე -გერმანია;

მცირე ინფორმაცია კურსის შესახებ:

ევროპული ენების ინსტიტუტი 2017 წლის  1 ოქტომბრიდან აცხადებს  მიღებას  6 თვიან მოდულურ ქართულ-გერმანულ პროგრამაზე  ,,სასტუმროს მენეჯმენტი“-ის მიმართულებით. სასერტიფიკატო პროგრამის  ფარგლებში დაგეგმილია 3 თვიანი მოსამზადებებლი თეორიული კურსი საქართველოში, ხოლო  დასკვნითი 3 თვიანი, ევროპული ენების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული  პრაქტიკული კურსის გავლა მოხდება გერმანიაში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც  12 კლასის კურსდამთავრებულებს, ასევე სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ უნიკალური შანსი – პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნა და გახდნენ ევროპული გამოცდილების მოზიარე და გამზიარებლები.  პროგრამის კონცეფცია ეფუძნება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობას,  რათა მოამზადოს  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სასტუმროს მართვის სფეროში, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან  შრომის  ბაზარზე.

აპლიკანტებს მოეთხოვებათ:

  • გერმანული ენის ცოდნა A2 დონეზე
  • სკოლის ატესტატი.

სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი, გერმანიაში 3 თვიანი სოლიდური სტიპენდია, აკადემიურ და მეგობრულ გარემოში სწავლა და მუშაობა, თქვენი წარმატების წინაპირობაა!!!

გერმანიაში გატარებული ნაყოფიერი და სასარგებლო დრო თქვენთვის დაუვიწყარი იქნება!

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!!!

სწავლა იწყება  6  ნოემბერს!

ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმეილით ან ტელეფონით

ევროპული ენების ინსტიტუტი
599 203 466, info@eli.ge, eli.ge