ქართულ-გერმანული ერთობლივი მოდულური პროგრამა ,,სასტუმროს მენეჯმენტი“

პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლა სრული დაფინასებითა და სტიპენდიით გერმანიაში

 

ევროპული  ენების  ინსტიტუტი (ELI)  აცხადებს  მიღებას  საერთაშორისო  სასერტიფიკატო  პროგრამაზე: ,,სასტუმროს მენეჯმენტი

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის ატესტატი

სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი

სავალდებულო პრაქტიკა – 9 თვე გერმანიაში

სწავლების ენა: ქართულ-გერმანული

სწავლების ადგილი: საქართველოგერმანია

 

პროგრამის მოკლე აღწერა:

 

საქართველო გეოპოლიტიკურად ძალზე საინტერესო რეგიონია, ამიტომ დიდია საზღვარგარეთის ქვეყნების დაინტერესება ამ რეგიონით (ტურიზმი, საწარმოები, მშენებლობა, ტრანზიტული გზები და ა.შ.)

იზრდება მობილურობა უცხოეთის ქვეყნებთან და შესაბამისად, აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ტურიზმის სფეროში.

პროგრამის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში ტურიზმის, კერძოდ სასტუმროს სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო  მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში  მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას სასტუმროს მართვის სფეროში, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან  საერთაშორისო შრომის  ბაზარზე.

ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო  პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ  განათლებას და  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისაგან  შეიძინოთ როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნა და გახდეთ  ევროპული  გამოცდილების  მოზიარე  და გამზიარებლები.

 

ტურიზმის ინდუსტრიაში ცოდნის ამაღლების მიზნით პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს სტუდენტი ყოველწლიურად გაივლის გერმანიის სხვადასხვა მიწებზე მაღალბიუჯეტიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში

პრაქტიკული სემესტრის პერიოდში სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 350,- ევროს ოდენობით, ასევე უზრუნველყოფილი  იქნება უფასო საცხოვრებელითა და კვებით

 

საბუთების  მიღების  ვადა:  2018 წლის  03 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე;

 

მისაღები  პროცედურები:

საერთაშორისო  სასერტიფიკატო  პროგრამით  დაინტერესებულმა  პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე: info@eli.ge

 

  • სკოლის ატესტატი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • CV სურათით
  • სამოტივაციო წერილი
  • სერტიფიკატი ინგლისურსა და გერმანულ ენაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საბუთების შერჩევის შემდეგ,  ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მაღალი მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

 

სწავლის  საფასური სემესტრი – 900 ლარი;

 

საერთაშორისო აღიარებული პროგრამა, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი,  3-თვიანი სტაჟირება გერმანიაში სრული დაფინასებითა და სტიპენდიით, აკადემიურ და მეგობრულ გარემოში დაგეგმილი თეორიული და პრაქტიკული კურსი თქვენი წარმატების წინაპირობაა!

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

სწავლა იწყება  15 ოქტომბერ

დაგვიკავშირდით:

599 203 466

ევროპული ენების ინსტიტუტი

info@eli.ge

www.eli.ge