გერმანული ენის სასერტიფიკატო მოსამზადებელი კურსი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრისა და ევროპული ენების ინსტიტუტის (ELI) ინიციატივით, ჩატარდა გასაუბრება გერმანული ენის სასერტიფიკატო მოსამზადებელი კურსისთვის.

აპლიკანტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება, დაიშვებიან გერმანული ენის სასერტიფიკატო კურსებზე.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაემგზავრებიან 3-თვიან ანაზღაურებად პრაქტიკაზე გერმანიაში.

2019