ELI-ს სასერტიფიკატო გამოცდა (B2) ინგლისურ და გერმანულ ენებში

ევროპული ენების ინსტიტუტი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ატარებს ტესტირებას ინგლისურ და გერმანულ ენებში ევრო კომისიის საერთო სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ B 2 დონის შესაბამისი სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

ტესტირება ჩატარდება ორ ეტაპად

I ეტაპი – წერითი გამოცდა

II ეტაპი – ზეპირი გამოცდა

გამოცდის ღირებულება 50 ლარი.

ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად იმეილზე info@eli.ge,  22 მარტამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგი საბუთები:

  • შევსებული აპლიკაცია  (გვარი და სახელი აპლიკაციაში უნდა ჩაბეჭდოთ ასევე ინგლისურ ენაზე) და გადარიცხვის ქვითარი (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი და სასერტიფიკატო გამოცდა)

აპლიკაციის ფორმა იხილეთ აქ

 

გადარიცხვის რეკვიზიტები

საბანკო ანგარიში – თიბისი ბაკი,  ევროპული ენების ინსტიტუტი.

ანგარიშის ნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01    საბანკო კოდი: TBCBGE 22

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 მარტი 18.00. ტესტირება ჩატარდება 24 მარტს ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტი საათები და ადგილი დაიდება ვებგვედზე 23 მარტამდე, რეგისტრაციის ნომერს მიიღებთ იმეილით.

ტესტირებაზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის.

მისამართი: 0186 თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას 10 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა), I სართული

ტელ: 2 72 68 30; 568 33 18 36; 571 32 30 58, იმეილი: info@eli.ge,

დაწვრილებითი ინფორმაცია: ვებ გვერდი: www.eli.ge