სასკოლო ოლიმპიადა *ლინგვა* ინგლისურ ენაში ქ. ქუთაისში

ევროპული ენების ინსტიტუტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2012 წლის 12 მაისს ქ. ქუთაისში ატარებს ოლიმპიადას ინგლისურ ენაში.  

ტესტირება ჩატარება  ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ყველა წარმატებულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ოლიმპიადა გამოავლენს საუკეთესო კანდიდატს, რომელსაც გადაეცემა ევროპული ენების ინსტიტუტისგან პრიზი და გამარჯვებულის სერტიფიკატი.

სერტიფიკატები  და პრემიები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

რეგიტრაცია იწარმოებს იმეილით: 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით. 

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები: იმეილზე info@eli.ge უნდა გამოაგზავნოთ:

  •  შევსებული აპლიკაცია  (გვარი და სახელი აპლიკაციაში უნდა ჩაბეჭდოთ ასევე ინგლისურ ენაზე და დოკუმენტს დაარქვათ თქვენი გვარი და სახელი ინგლისურ ენაზე) სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ
  • გადარიცხვის ქვითარი სარეგისტრაციო თანხა   –   15 ლარი.

 

მოსწავლის სკოლაში დარეგისტრირების შემთხვევაში სკოლა წარმოადგენს:

 

  • მოსწავლეთა ერთიან სიას Excel-ის ფორმატში, რომელთაც წარმოდგენილი ექნებათ გადარიცხვის ქვითარი (მოსწავლეთა სახელი, გვარი, კლასი ცალცალკე გრაფაში ინგლისურად),  სკოლის ტელეფონის მითითებით. სარეგისტრაციო თანხა მოსწავლეზე  15 ლარი.

 

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიშზე – ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშის ნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01       საბანკო კოდი: TBCBGE 22

(თანხის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ მონაწილის გვარი, სახელი, კლასი და სკოლა)

სარეგისტრაციო ნომერს მიიღებთ იმეილით, ოლიმპიადის ჩატარების საათები კლასების მიხედვით დაიდება ვებგვერდზე 2012 წლის 8 მაისს.

 

გისურვებთ წარმატებებს!