სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა *ლინგვა* 2012 ინგლისურ ენაში

ევროპული ენების ინსტიტუტი 2012 წლის, 28 ოქტომბერს ატარებს რესპუბლიკურ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

სიახლე! ყველა მონაწილე, შედეგის მიუხედავად მიიღებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მოწმობას.

ყველა წარმატებულ მონაწილეს  (85 ქულიდან) გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს – გამარჯვებულის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე მასწავლებლებსა და სკოლებს მოსწავლეთა აქტიურობისა და წარმატებული შედეგებისთვის.

 

გაადვილებულია ასევე რეგისტრაციის გავლის პირობებიც:

  • 25 ოქტომბრამდე ბანკში უნდა გადარიცხოთ 15 ლარი სარეგისტრაციო თანხა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ გვარი და სახელი ინგლისურად და ქართულად, სკოლა, კლასი, ენა (მოსწავლეებმა რეგიონებიდან  უნდა მიუთითოთ ასევე რეგიონის სახელი)
  • ქვითარი უნდა წარმოადგინოთ გამოცდის დღეს

         

            მოსწავლის სკოლაში დარეგისტრირების შემთხვევაში სკოლა იმეილზე გვიგზავნის:

  • მოსწავლეთა ერთიან სიას Excel-ის ფორმატში  info@eli.ge  (მოსწავლეთა სახელი, გვარი, კლასი, ენა ცალცალკე გრაფაში ინგლისურადსკოლის ტელეფონის მითითებით
  • სარეგისტრაციო თანხა მოსწავლეზე  15 ლარი (თანხა შესაძლებელია გადაირიცხოს ერთად)

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიში- ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშის ნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01       საბანკო კოდი: TBCBGE 22

(თანხის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ მონაწილის სახელი და გვარი ინგლისურად, სკოლა, კლასი, ენა )არასრული მონაცემების მითითების შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან

სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.

ოლიმპიადა  ჩატარდება ორ ეტაპად;

I  ეტაპი-  წერითი ტესტირება;

II  ეტაპი- ზეპირი გასაუბრება; (მეორე ეტაპზე გადავლენ კონკურსანტები, რომლებიც წერით           გამოცდაზე დააგროვებენ 85 ქულას)

 

წერითი ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღი, ადგილი და საათები კლასების მიხედვით დაიდება ვებგვერდზე  24 ოქტომბერს (ოლიმპიადის ჩატარების სავარაუდო თარიღები:  27, 28 ოქტომბერი).

•          კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში შედეგები                   

            დაიდება ვებ გვერდზე www.eli.ge

ოლიმპიადის მონაწილეები, (14 წლის ასაკიდან) ევროპული ენების ინსტიტუტისგან მიიღებენ 15 % -იან დაფინანსებას გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ამერიკულსა და გერმანულ სექტორში ინგლისური და გერმანული ენების საზაფხულო კურსებზე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ ევრო კომისიის საერთო სარეკომენდციო საბჭოს მიერ დადგენილ შესაბამისი დონის საერთაშორისო ენის დიპლომს.

 

გისურვებთ წარმატებებს!