2013 წლის, 24 თებერვალს ინგლისურ ენაში ჩატარებული რესპუბლიკური ოლიმპიადა „ლინგვა“-ს საერთო შედეგები

წერითი ტესტირების საერთო შედეგები იხილეთ აქ

გასაუბრებაზე გადასულთა განრიგი იხილეთ აქ  (ზეპირი გამოცდის დღეა 16 და 17 მარტი, იხილეთ თქვენი განრიგი)

2013 წლ, 24 თებერვალს   ევროპული ენების ინსტიტუტმა ჩაატარა რესპუბლიკური ოლიმპიადა „ლინგვა“ ინგლისურ ენაში.  ევროპული ენების ინსტიტუტი ულოცავს ყველას წარმატებას და მადლობას უხდის რესპუბლიკური ოლიმპიადა „ლინგვა“-ს  მონაწილეებს, მათ მშობლებს, სკოლებსა და მასწავლებლებს თანამშრომლობისთვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

მონაწილეებმა, რომელთაც დააგროვეს 85 ქულა გადავიდნენ მეორე ტურში. ისინი საერთო შედეგების გათვალისწინებით მიიღებენ ევროპული ენების ინსტიტუტის დამატებით სერტიფიკატს,  საპრიზო ადგილებზე გასულები კი გამარჯვებულის სერტიფიკატს და ფასიან პრიზებს.

ამ სასწავლო წელს კიდევ ერთხელ გექნებათ საკუთარი ცოდნის შემოწმების, შედეგების გაუმჯობესებისა და  დამატებით ევროპული ენების ინსტიტუტის მოწმობისა თუ სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა. მონაწილეობის დამადასტურებელ მოწმობას ისევ ყველა მონაწილე მიიღებს.

წლევანდელი სასწავლო წლის ბოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში ჩატარდება 19 მაისს. რეგისტრაციის გავლის პირობები ვებგვერდზე დაიდება 2013 წლის აპრილიდან.

______________________________________________

ევროპული ენების ინსტიტუტი

ტელეფონით ინფორმაცია გაიცემა ორშაბათი-პარასკევი  15.00-18.00

ტელ: 2 72 68 30; 568 33 18 36

იმეილი: info@eli.ge

ვებ გვერდი:www.eli.ge