სახფეხურების სტრუქტურა

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

საერთო ევროპული ჩარჩო

დაწყებითი დონე

A1 – დაწყებითი დონე

მარტივი ყოველდღიურად ხმარებადი სიტყვების, გამონათქვამებისა და უმარტივესი წინადადებების გაგების უნარი. მარტივი ფრაზებით საუბრის, ყოველდღიურ თემებზე კითხვების დასმის და შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი. მარტივ დონეზე კონტაქტის დამყარების უნარი, როდესაც პარტნიორი მოსაუბრე ნელა და გარკვევით საუბრობს და მზადაა დახმარების გასაწევად.

A2 – ელემენტარული დონე

ცალკეული წინადადებების და ყოველდღიური საკომუნიკაციო სიტყვების გაგების უნარი. (მაგ. ჩემი ოჯახი, ადამიანები, საყიდლები, სამსახური, განათლება, ამჟამინდელი საქმიანობა და სხვა მარტივი სიტუაციები). ყოველდღიურ სიტუაციებში, ნაცნობ თემებზე და საქმიანობებზე მარტივი ლექსიკით ურთიერთობის დამყარებისა და მარტივ ყოველდღიურ სიტუაციებში გარკვევის უნარი.

ენის დამოუკიდებელი გამოყენება

B1 – საშუალო დონე

ყოველდღიურ თემებზე, რომელიც ეხება აქტუალურ მოვლენებს და ინტერესთა სფეროს მთავარი ინფორმაციის და ძირითადი საკითხების გაგებისა და წინასწარი მომზადების გარეშე ნაცნობ თემებზე საუბრებში მონაწილეობის მიღების უნარი. მარტივი, გამართული და აზრობრივად ჩამოყალიბებული წინადადებებით საკუთარ გამოცდილებებზე, გეგმებისა და შეხედულებებზე საუბარის უნარი.

B2 – საშუალოს ზედა დონე

ენის მატარებელთან სპონტანურად და თავისუფლად კონტაქტში შესვლის უნარი. დისკუსიებში მონაწილეობის მიღების, საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების დასაბუთების უნარი. აქტუალურ საკითხებზე დეტალურად და გასაგებად საუბრის უნარი. სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების, და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.

ენის კომპეტენტური გამოყენება

C1 – მაღალი დონე

ხანგრძლივი საუბრისა და მოხსენების შინაარსის გაგების უნარი. სპეციფიკური, ტექნიკური სტატიების და ლიტერატურული ტექსტის გაგების უნარი, მაშინაც კი როდესაც ისინი არ ეხება პროფესიულ სფეროს. სპონტანურად და სწრაფად აზრის გამოთქმის, ზოგად და პროფესიულ თემებზე მდიდარი ლექსიკით საუბრის უნარი. კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ზუსტად და ლოგიკურად საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უნარი.

C2 – მაღალი დონე

სწრაფი მეტყველების ზუსტად და უპრობლემოდ გაგების უნარი. ყველანაირი სახეობის ტექსტის მათ შორის სპეციუფიკური ენით დაწერილი სტატიების, ლიტერატურული ნაწარმოების თავისუფლად გაგების უნარი. ყველანაირ საუბრებსა და დისკუსიაში თავისუფლად მონაწილეობის მიღების უნარი. კომპლექსურ საკითხებზე საუბრისას ფაქიზი ნიუანსების გამოკვეთის და ლოგიკურად მსჯელობის უნარი.