გერმანული ენა

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

გერმანული ენის საზაფხულო კურსები გერმანიაში

საზაფხულო სკოლა გერმანიის უნივერსიტეტში (ბერლინი, კოლნი, დუსელდორფი, მიუნსტერი) გთავაზობთ გერმანული ენის ინტენსიურ კურსს. კურსი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის შესაბამისი დონის დიპლომს, რომელსაც გასცემს გერმანიის უნივერსიტეტი.

კუსებზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 14 წლდან ასაკიდან ასაკის შეუზღუდავად, კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნის დონე გერმანულ ენაში და გაეცნოს გერმანულ კულტურასა და რეალიებს.

კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით.

კურსის ხანგრლივობა

4 აგვისტო – 25 აგვისტომდე

ინტენსიური კურსი 75–80 სთ

პროგრამის ფასია 1 950 ევრო (ფასი მოიცავს სწავლას გერმანიაში, გერმანიაში მგზავრობის, გერმანიაში ცხოვრების, კულტურული პროგრამის და კვების საფასურს, სწავლის დღეებში ორჯერად კვებას,შაბათ–კვირას და ექსკურსიის დღეებში საუზმე)

ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გესაჭიროებათ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი

  • ორი პასპორტის ფოტო

  • სამოტივაციო წერილი

  • დეტალური CV

დამატებითი ექსკურსიები:

ამსტერდამი ერთი დღე – 65 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბრიუსელი ერთი დღე – 70 ევრო (შაბათი ან კვირა)

ლუქსემბურგი ერთი დღე – 75 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბერლინი– ერთი კვირა 285 ევრო (ფასში შედის მგზავრობა, სასტუმრო, საუზმე, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი აირჩევს ექსკურსიას ბერლინში მგზავრობის საერთო ხანგრლივობას ერთი კვირა დაემატება და ტური ბერლინში შედგება კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე)

პარიზი – ორი დღე 285 ევრო (შაბათი და კვირა)

(შენიშვნა: ექსკურსიების ფასი მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს)