ინგლისური ენა

საზაფხულო სკოლა გერმანიის უნივერსიტეტის (კოლნი, დუსელდორფი, მიუნსტერი) ინგლისურენოვან სექტორში გთავაზობთ ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს. კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის შესაბამისი დონის საერთაშორისო დიპლომს.

კუსებზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან ასაკის შეუზღუდავად, კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს აიმაღლოს ცოდნის დონე ინგლისურ ენაში და გაეცნოს ევროპულ კულტურასა და რეალიებს.

კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით.

კურსის ხანგრლივობა

4 აგვისტო – 25 აგვისტომდე

ინტენსიური კურსი 75–80 სთ

პროგრამის ფასია 1 950 ევრო (ფასი მოიცავს სწავლას გერმანიაში, გერმანიაში მგზავრობის, გერმანიაში ცხოვრების, კულტურული პროგრამის და კვების საფასურს, სწავლის დღეებში ორჯერად კვებას, შაბათ–კვირას და ექსკურსიის დღეებში საუზმე)

ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გესაჭიროებათ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ორი პასპორტის ფოტო
  • სამოტივაციო წერილი
  • დეტალური CV

დამატებითი ექსკურსიები:

ამსტერდამი ერთი დღე – 65 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბრიუსელი ერთი დღე – 70 ევრო (შაბათი ან კვირა)

ლუქსემბურგი ერთი დღე – 75 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბერლინი– ერთი კვირა 285 ევრო (ფასში შედის მგზავრობა, სასტუმრო, საუზმე, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი აირჩევს ექსკურსიას ბერლინში მგზავრობის საერთო ხანგრლივობას ერთი კვირა დაემატება და ტური ბერლინში შედგება კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე)

პარიზი – ორი დღე 285 ევრო (შაბათი და კვირა)

(შენიშვნა: ექსკურსიების ფასი მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს)