ტურიზმი

  • Home
  • ტურიზმი

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

პროფესიული მომზადების პროგრამა

სასტუმრო საქმის მწარმოებელი

პროგრამის განმახორციელებლები:

ქეთევან ჯანელიძე
იზაბელა ფერიშვილი
ზაირა ბერიძე
ბორის ოსიპიანი
ნინო ფალავანდიშვილი

პროგრამის შემუშავების საფუძველი

ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია,  რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნისთვის. ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯერებთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სასტუმროს ბიზნესის ყველა მოთხოვნას. პროგრამა შემუშავებულ იქნა გერმანელ პარტნიორებთან და საქართველოს დარგის ექსპერტებთან ერთად, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთო მიზნების (კვალიფიციური კადრების მომზადება და ეკონომიკის განვითარება) მისაღწევად. პროგრამის კონცეფცია ითვალისწინებს თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის გავლას სრული დაფინასებითა და სტიპენდიით გერმანიაში.

პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმროს კვალიფიციური საქმისმწარმოებელი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა, სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა,  კონსულტირება და სათანადო მომსახურების გაწევა, სასტუმროს მიღება-განთავსების, დაჯავშნის, დასუფთავების კონსიერჟის, მომარაგების, კვებისა და სასმელების სერვისის სამსახურების მუშაობის პრინციპები და პროცედურები. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს სტუმრისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. პროგრამა ასევე შეასწავლის ობიექტის რეკლამირების, რეალიზაციის გზებს, მომხმარებელთა მომსახურების და სტუმარმასპინძლობის ეტიკეტს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს  შეეძლება მუშაობა სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში: დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებში, სასტუმრო სახლებში, დასასვენებელ სახლებში, სანატორიუმებში, საკურორტო კომპლექსებში, საკრუიზო გემებზე.

პროგრამის მოკლე აღწერა

პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და ინტენსიურად ამზადებს კურსის მონაწილეს სასტუმრო ინდუსტრიის სპეციფიკური გამოწვევებისთვის. პროგრამა ორიენტირებულია მოტივირებულ მსმენელებზე, რომელთაც სურთ შეიძინონ  პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სასტუმროს ინდუსტრიაში. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ასევე იძლევა პროფესიული გერმანული  ენის ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობას. გერმანელ პარტნიორებთან  თანამშრომლობის ფარგლებში, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ პროგრამის პრაქტიკული კომპონენტს დაეუფლონ გერმანიაში. პრაქტიკული კომპონენტი  მიმდინარეობს 3 თვის განმავლობაში, გერმანიის კურორტებზე, მაღალი კლასის სასტუმროებში.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილის მიზანია, შესძინოს მსმენელს ფართო პროფესიული ცოდნა,  უნარები და საერთაშორისო გამოცდილება.

შეასწავლოს  სასტუროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და მათი მუშაობის პროცების  სპეციფიკა. ამდენად, პროგრამა თანაბრად მოიცავს საწარმოო პრაქტიკისა და თეორიული პროფესიული მომზადების კომპონენტებს.

პრაქტიკული კომპონენტი  გულისხმობს

  • 5 დღიან პრაქტიკული მეცადინეობის/მუშაობის კვირას,

  • დღეში 8 საათიანი დატვირთვით;

  • სამჯერად უფასო კვებას;

  • უფასო განთავსებას სასტუმროში;

  • ანაზღაურებას: თვეში 800 ევრომდე გერმანული ენის დონის კომპეტენციის მიხედვით

  • 200 ევრო ერთჯერადად მგზავრობის ხარჯებისთვის

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

  • სრული ზოგადი განათლება

  • ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე – A2

  • გერმანული ენის ფლობა საბაზისო ცოდნა – A1

  • გასაუბრება

სასწავლო ლიტერატურა

სასტუმრო საქმის საფუძვლები- კ.აბულაძე, 2015

სასტუმროს მენეჯმენტი ლარისა დოლიკაშვილი, 2021

სასტუმროს სფეროს პრაქტიკული გზამკვლევი, 2016

Hotel Classification Systems: A Comparison of International Case Studies; Roberta Minazzi, 2010

Hospitality and Tourism, Stephen J. Skripak, 2016

Hotel management and operations. Denney G. Rutherford, Ph.D. Copyright © 2007 by John Wiley & Sons, Inc.

Modern Hotel Operations Management . Michael N. Chibili (Ed.) © 2016 Noordhoff Uitgevers bv Groningen/Houten, The Netherlands