გერმანული ენის დარგობრივი კურსები იურისტებისთვის, ექიმებისთვის და ეკონომისტებისთვის

საზაფხულო სკოლა გერმანიის უნივერსიტეტში (კოლნი, დუსელდორფი, მიუნსტერი) გთავაზობთ გერმანული ენის ინტენსიურ დარგობრივ კურსსა და პრაქტიკას სპეციალობაში. კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს აიმაღლოს დარგობრივი ცოდნის დონე გერმანულ ენაში, მიიღოს პრაქტიკა სპეციალობაში და გაეცნოს გერმანულ კულტურასა და რეალიებს.

კურსი ითვალისწინებს დარგობრივი გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. კურსის მონაწილენი გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა უწყებებში. ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის შესაბამისი დონის დიპლომს, რომელშიც ასევე იქნება ასახული პრაქტიკა სპეციალობაში.

კუსებზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მოქმედ იურისტებს, ექიმებს, ეკონომისტებს ასაკის შეუზღუდავად, ვინც აკმაყოფილებს გერმანული ენის ცოდნის მინიმუმ B 2 დონეს.

კურსი აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, აუდიო-ვიდეო მასალებით, ტექნიკურად აღჭურვილი მაღალი დონის აუდიტორიებით.

კურსის ხანგრლივობა

4 აგვისტო – 25 აგვისტომდე

ინტენსიური კურსი 75–80 სთ

პროგრამის ფასია 2 150 ევრო (ფასი მოიცავს სწავლასა და პრაქტიკას გერმანიაში, გერმანიაში მგზავრობის, გერმანიაში ცხოვრების, კულტურული პროგრამის და კვების საფასურს, სწავლის დღეებში ორჯერად კვებას,შაბათ–კვირას და ექსკურსიის დღეებში საუზმე)

ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გესაჭიროებათ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ორი პასპორტის ფოტო
  • სამოტივაციო წერილი
  • დეტალური CV

დამატებითი ექსკურსიები:

ამსტერდამი ერთი დღე – 65 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბრიუსელი ერთი დღე – 70 ევრო (შაბათი ან კვირა)

ლუქსემბურგი ერთი დღე – 75 ევრო (შაბათი ან კვირა)

ბერლინი– ერთი კვირა 285 ევრო (ფასში შედის მგზავრობა, სასტუმრო, საუზმე, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი აირჩევს ექსკურსიას ბერლინში მგზავრობის საერთო ხანგრლივობას ერთი კვირა დაემატება და ტური ბერლინში შედგება კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე)

პარიზი – ორი დღე 285 ევრო (შაბათი და კვირა)

(შენიშვნა: ექსკურსიების ფასი მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს)