დირექტორის მისალმება

საქართველოს სწრაფვამ ევროპისაკენ მნიშვნელოვნად განაპირობა ინტერესი ევროპისა და ევროპული ენების მიმართ.

საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკა არსებითად ორიენტირებულია საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ბოლონიის პროცესის დამკვიდრება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

საქართველოშიც, როგორც განსაკუთრებული მულტილინგვალური და მულტიკულტურული ფესვების და ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხოური ენების შესწავლას.

საქართველოში მრავალენოვნება ისტორიულად განპირობებული ფაქტია, რაც უნდა განვიხილოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობა. პიროვნების მიერ მრავალი ენის ცოდნას მივყავართ საზოგადოებრივ მრავალენოვნებამდე, რაც ერებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობაა.

ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში სხვადასხვა ორგანიზაციათა და ინსტიტუციათა მოთხოვნით უნდა გაძლიერდეს მრავალენოვნება და ისწავლებოდეს ევროგაერთიანების სულ მცირე ორი ევროპული ენა, რათა დაჩქარდეს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ინტეგრაცია, ყოველივე ამას მივყავართ ტოლერანტობის და მშვიდობის განმტკიცებამდე.

მსოფლიოში დღესდღეობით გავრცელებული მრავალენოვნება ერთგვარი გამოწვევაა ასევე საქართველოსთვისაც. ჩვენი მისია, სწორედ რომ საქართველოში უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობაა. უცხოური ენების ცოდნა ახალგაზრდებს სამომავლოდ გზას გაუკაფავს, რითიც ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთ.

ინსტიტუტის მიზანია, მეთოდურად და მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებით ბოლონიის პროცესის მოთხოვნათა შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში უცხოური ენებისადმი ინტერესის გაღვიძებასა და ენების სწავლა-სწავლების ინტენსივირებისთვის, ასევე ხელი შეუწყობს საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონტაქტების დამყარებას, სტუდენტებს დაეხმაროს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაში. ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ხელი შეუწყოს ზოგადად საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას.

ჰარალდ ქრისტიან ჰორნუნგი