ჰუებერის გამომცემლობის სასწავლო წიგნები

საქართველოს ბევრი წამყვანი უნივერსიტეტი და სკოლა წარმატებით იყენებს ჰუებერის სახელმძღვანელოებს. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ: em, Lagune, Auf neuen Wegen, Delfin, Tangram, Themen neu aktuell, Schritte International, Tamburin, Tamtam.

2007 წლიდან საქართველოში შესაძლებელი გახდა შეღავათიან ფასებში პირველი წყაროდან ჰუებერის აქტუალური სახელმძღვანელოების და და სხვა სასწავლო მასალების შეკვეთა.

სახელმღვანელოები ორიენტირებულია კომუნიკაციური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაზე და ითვალისწინებს გერმანულენოვანი ქვეყნების სოციოკულტურულ თავისებურებებს.

სახელმძღვანელოები შედგენილია ევრო კომისიის საერთო სარეკომენდაციო ჩარჩოს მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელიც მიზანმიმართულად ავითარებს სამეტყველო უნარ–ჩვევებს და ამზადებს ენის შემსწავლელს გამოცდებისთვის: Start Deutsch 1, Zertifikat Deutsch, DSH.

სახელმძღვანელო შედგება, საკურსო და სამუშაო წიგნისა და დისკისგან. მასწავლებლის წიგნი და მრავალმხრივი მეთოდური მითითებები მოსწავლის სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებისა და სხვადასხვა სოციალური ფორმების გამოყენების (დამოუკიდებელი მუშაობა, წყვილებში მუშაობა, გუნდური მუშაობა) საშუალებას იძლევა.

მრავალფეროვანი მოსასმენი და გრამატიკული სავარჯიშოები, ავთენტიკური ტექსტები, ენის შემსწავლელებს კომუნიკაციურ კომპეტენციას უნვითარებს, და ქვეყნის რეალიების გაცნობისა და გერმანულ ენოვან გარემოში ინტეგრაციის შესალებლობას აძლევს.

სახელმძღვანელოების გარდა გამომცემლობა გთავაზობთ ნოველებს A 1 დონიდან, ლექსიკონებს, გრამატიკის წიგნებს, რომელიც ყველა დონისთვის არის განკუთვნილი.

ჩვენი ოფისი სიამოვნებით მოგცემთ პროფესიულ რჩევებს და თქვენს ყველა კითხვას გასცემს პაუხს.