ოლიმპიადებზე რეგისტრაცია

დარეგისტრირების  წესები

რეგიტრაცია მოსწავლეებმა შეიძლება გაიარონ ინდივიდუალურად ან სკოლაში

ინდივიდუალურად დარეგისტრირების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთები:

  • ბანკში უნდა გადარიცხოთ 15 ლარი სარეგისტრაციო თანხა, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი, სახელი ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად, სკოლა, კლასი  და ენა (მოსწავლეებმა რეგიონებიდან  უნდა მიუთითოთ ასევე რეგიონის სახელი)
  • ქვითარი უნდა წარმოადგინოთ გამოცდის დღეს

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბაკი,  საბანკო ანგარიში: ევროპული ენების ინსტიტუტი. ანგარიშის ნომერი:  GE64 TB 72 8343 6080 1000 01       საბანკო კოდი: TBCBGE 22

თანხის  დანიშნულებაში  აუცილებლად უნდა  მიუთითოთ  თქვენი მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით: გვარი,  სახელი ჯერ  ქართულად  შემდეგ ინგლისურად, სკოლა, კლასი  (არასრული  მონაცემების  მითითების  შემთხვევაში კონკურსანტი  არ  დაიშვება  კონკურსზე).
სარეგისტრაციო ნომერს, რომლის მიხედვით დაიდება თქვენი შედეგები ვებგვერდზე მიიღებთ ოლიმპიადის ჩატარების დღეს.
წერითი  ტესტირების  ჩატარების  ზუსტი  საათები  კლასების  მიხედვით  დაიდება  ვებგვერდზე.

 

კონკურსის შემდეგ ინფორმაციის მიღების წესები

  • კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში შედეგები დაიდება ვებ გვერდზე: www.eli.ge
  • ინფორმაცია ქულების შესახებ ტელეფონით ან იმეილით არ გაიცემა;
  • სარეგისტრაციო ნომრის დაკარგვის შემთხვევაში, კონკურსანტი საკუთარ შედეგებს ვერ გაიგებს. ძველი ნომრის აღდგენა შესაძლებელი არ არის;
  • დარეგისტრირებული კონკურსანტის შეკითხვები მიიღება მხოლოდ იმეილზე info@eli.ge, სადაც უნდა მიუთიოთ სარეგისტრაციო ნომერი, გვარი, სახელი, სკოლა, კლასი, ქალაქი და ენა, რომელშიც გაიარეთ კონკურსი. (გვარი, სახელი, სკოლის სახელი და ქალაქი უნდა მიუთითოთ ინგლისურად);
  • მონაწილეებს ვისაც აქვთ სურვილი, გაეცნონ დაშვებულ შეცდომებს, მიიღონ კონსულტაცია, რაც სამომავლოდ აისახება მათ უკეთეს შედეგებზე, შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში იმეილზე info@eli.ge, უნდა გადმოაგზავნონ, განაცხადი, სადაც იქნება მითითებული, რომ მათ სურთ გაიარონ კონსულტაცია ოლიმპიადის შედეგებთან დაკავშირებით, განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითოთ სარეგისტრაციო ნომერი, გვარი, სახელი, კლასი, სკოლა, ქალაქი და ენა, რომელშიც გაიარეთ კონკურსი. (გვარი, სახელი, სკოლის სახელი და ქალაქი უნდა მიუთითოთ ინგლისურად); განაცხადის მიღებიდან უახლოეს ხანში ჩვენ იმეილით დაგიკავშირდებით და გაცნობებთ კონსულტაციის დღეს. არასრული და დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება. კონსულტაციის სარეგისტრაციო თანხა უცხო ენაში შეადგენს 15 ლარს;
  • არასრული მონაცემებით გამოგზავნილი იმეილი არ განიხილება.

შენიშვნა: წინა კონკურსებში პირველ საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტები, ELI- ს შემდგომ ოლიმპიადებში მონაწილეობის შემთხვევაში, სამი წლის განმავლობაში ვერ დაიკავებენ საპრიზო ადგილს, მაშინაც კი თუ ისინი მაქსიმალურ ქულას მიიღებენ, თუმცა ეს წესი მათ კონკურსზე გამოსვლის უფლებას არ უკრძალავს; მათ ექნებათ სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა;

კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში შედეგები დაიდება ვებ გვერდზე www.eli.ge