ოლიმპიადის შეფასების კრიტერიუმები

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

ოლიმპიადის შეფასების კრიტერიუმები

რესპუბლიკური ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად;

  • I ეტაპი- წერითი ტესტირება;

  • II ეტაპი- ზეპირი გასაუბრება;

ტური მიმდინარეობს ერთიდან ორი აკადემიური საათი

წერითი ტესტირების შედეგები ფასდება ასქულიანი სისტემით.

ზეპირი გამოცდა ფასდება 30 ქულიანი სისტემით.

გასაუბრებას (მეორე ეტაპს) გაივლის ის მონაწილე, რომელიც გადალახავს 85 ქულიან ბარიერს. მეორე ეტაპი გამოავლენს გამარჯვებულს.

წერითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები

ყველა მონაწილე, წერითი გამოცდის დღეს ღებულობს მონაწილის მოწმობას.

მეორე ტურში გადავლენ კონკურსანტები, რომლებიც წერითი ტესტირების შედეგად დააგროვებენ 85 ქულას.

წერითი და ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები

მონაწილეები, რომლებიც წერით და ზეპირ გამოცდაზე ერთად დააგროვებენ

95–დან 100 ქულამდე მიიღებენ სერტიფიკატს მონაწილეობისათვის.

მონაწილეები, რომლებიც წერით და ზეპირ გამოცდაზე ერთად დააგროვებენ 100 ქულაზე მეტს, მათ გადაეცემათ შემდეგი სერტიფიკატები:

  • წარმატების სერტიფიკატი: კატეგორიაში 100 ქულიდან 115 ქულამდე.

  • წარჩინების სერტიფიკატი: 115 ქულიდან.

საპრიზო ადგილებზე კანდიდატების წარსადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ტესტირებასა და გასაუბრებაზე მიღებული ქულების საერთო რაოდენობას.

ისინი დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებს და სკოლებს

  • ქულები დაიდება საიტზე კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში;

  • მეორე ტურში გადასული კონკურსანტებისთვის წერითი გამოცდის ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში ვებ გვერდზე დაიდება ინფორმაცია ზეპირ გამოცხადაზე გამოცხადების შესახებ;

  • ზეპირ გამოცდაზე არ გამოცხადების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს მხოლოდ მონაწილის მოწმობას;

  • ზეპირი გამოცდის გადატანა არ შეიძლება;

  • დაჯილდოების დრო და ადგილი მითითებული იქნება საიტზე

შენიშვნა: კომისია იტოვებს უფლებას, საერთო შედეგების გათვალისწინებით შეცვალოს გამსვლელი ქულა.
• პირველ საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტი მიღებული ქულების მიუხედავად სამი წლის განმავლობაში ვერ დაიკავებს საპრიზო ადგილს, თუმცა ეს წესი მათ კონკურსში მონაწილეობის მიღებას არ უკრძალავს; მათ ექნებათ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა;

გისურვებთ წარმატებებს!