მიზანი

სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა „ლინგვა“ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში

ევროპული ენების ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს რესპუბლიკურ ოლიმპიადებს, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე–3 დან მე–12 კლასის მოსწავლეებს. ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა საქართველოს მაშტაბით. ოლიმპიადა შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს შეამოწმონ და გააუმჯობესონ საკუთარი ენობრივი ცოდნის დონე, რაც საბოლოო ჯამში აისახება სასკოლო საატესტატო გამოცდებსა და საერთო ეროვნული გამოცდების შედეგებზე.

უმაღლესი ქულების მქონე კონკურსანტები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

სერტიფიკატები გადაეცემათ აგრეთვე გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლებს და სკოლებს.