წესები მონაწილეთათვის

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ კონკურსზე ქცევის წესები

  • კონკურსი მიმდინარეობს 2 აკადემიური საათი;
  • კონკურსზე არ დაიშვება ის მონაწილე, რომელიც არ წარმოადგენს სარეგისტრაციო ნომერს;
  • კონკურსზე არ დაიშვება ის მონაწილე, რომელიც დაგვიანებით გამოცხადდება;
  • კონკურსზე არ დაიშვება ჩართული მობილური ტელეფონების შეტანა;
  • გადაწერის ან გადალაპარაკების მცდელობისას კონკურსანტი მოიხსნება გამოცდიდან;
  • კონკურსანტმა მუშაობა უნდა შეწყვიტოს ოფიციალური პირის მიერ კონკურსის დამთავრების შესახებ გამოცხადებისთანავე;
  • აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში კონკურსანტს ეძლევა გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში კი მოიხსნება კონკურსიდან;
  • ინფორმაცია ქულების შესახებ ტელეფონით ან იმეილით არ გაიცემა;
  • კონკურსის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში ქულები სარეგისტრაციო ნომრით დაიდება საიტზე eli.ge.
  • სარეგისტრაციო ნომრის დაკარგვის შემთხვევაში, კონკურსანტი საკუთარ შედეგებს ვერ გაიგებს. ძველი სარეგისტრაციო ნომრის აღდგენა შესაძლებელი არ არის.

გისურვებთ წარმატებებს!