ენების სასწავლო ცენტრი

უცხო ენების კურსები ითვალისწინებს უცხო ენაში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

უცხოური ენების ცენტრში მოქმედებს სააბიტურო, ზოგადი და დარგობრივი პროგრამები. ჩვენს ცენტრში გაგიწევთ ასევე დახმარებას თუ თქვენ სურვილი გაქვთ საზღვარგარეთის უნივერსიტეტში გაიაროთ ინგლისური ან გერმანული ენის კურსი და აიღოთ საერთაშორისო სერტიფიკატი.

კურსებს ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები.