დარგობრივი კურსები

დარგობრივი ენა

კურსის მიზანია დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით მისცეს კურსის მონაწილეებს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაციის შესაძლებლობა, დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მათ ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში წარმატებულ კომუნიკაციას.

გთავაზობთ უცხო ენების კურსებს შემდეგი სპეციალობებისთის:

  • ეკონომიკა/ბიზნეს კომუნიკაცია;
  • იურიდიული;
  • ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • სამედიცინო

კურსები აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, ვიდეო და აუდიო მასალებით.

რეგისტრაციისთვის გესაჭიროებათ შემდეგი საბუთები:

  • ერთი ფოტოსურათი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • აპლიკაცია (ივსება ადგილზე)