General and specialized language course

  • Home
  • General and specialized language course

გერმანული და ინგლისური ენის კურსები

ზოგადი კურსები

უცხოური ენების ზოგადი კურსები ითვალისწინებს გერმანულ და ინგლისურ ენებში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.


დარგობრივი კურსები

კურსის მიზანია დარგობრივი ინტერესების გათვალისწინებით მისცეს კურსის მონაწილეებს პროფესიულ სფეროში წარმატებული კომუნიკაციის შესაძლებლობა, დარგობრივი ლექსიკური მარაგი, განუვითაროს მათ გერმანულ და ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად პროფესიული ტექსტის აღქმა-გაგების და პროფესიულ თემებზე სწორად და თავისუფლად მეტყველების უნარი.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე ენის შემსწავლელთა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულსა თუ სხვა სფეროებში წარმატებულ კომუნიკაციას.

გთავაზობთ უცხოური ენების კურსებს შემდეგი სპეციალობებისათვის:

  • ეკონომიკა/ბიზნეს კომუნიკაცია;
  • იურიდიული;
  • ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • სამედიცინო

კურსები აგებულია ენის სწავლების ახლებური და თანამედროვე მეთოდებით, ვიდეო და აუდიო მასალებით.

რეგისტრაციისთვის გესაჭიროებათ შემდეგი საბუთები:

  • ერთი ფოტოსურათი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • აპლიკაცია (ივსება ადგილზე)

 

სააბიტურო კურსები

ამ კურსის მიზანია მიზანმიმართულად

მოამზადოს აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გერმანულ და ინგლისურ ენებში და ხელი შეუწყოს მათ რეალურ სიტუაციებში წარმატებულ კომუნიკაციას. კურსებზე მიიღებიან მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები.

კურსი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვისაც სურს მოემზადოს ინგლისურ ენაში, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

კურსები კომპანიებისთვის

ვთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებს ინგლისურ და გერმანულ ენაში სერტიფიცირებულ კურსებს ადგილზე მისვლით როგორც ზოგად ასევე დარგობრივ ენაში.

  • ეკონომიკა/ბიზნეს კომუნიკაცია;
  • იურიდიული;
  • ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • სამედიცინო