This post is also available in: Deutsch (German) English (English)
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის შინაარსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და ამზადებს პროგრამის მონაწილეს მენეჯერული საქმიანობისთვის.
პროგრამის კონკრეტული საკითხები შედგენილია ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც იძლევა ფართო საბაზისო ცოდნას და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას.
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის შინაარსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მენეჯერების ძირითად კვალიფიკაციასა და მუშაობის მეთოდებს:
• კონტროლი
• ბუღალტრული აღრიცხვა
• ლოჯისტიკა
• ეკონომიკის საფუძვლები
• ბიზნესის საფუძვლები
• ბიუჯეტის შედგენა
• სტატისტიკა
• მარკეტინგი
• ხარჯების მართვა
თემატიკა მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განსავითარებად:
• მოლაპარაკებების წარმოება
• რიტორიკა
• პრეზენტაცია
• უცხოური ენები
• ბიზნეს ფსიქოლოგია
• კრიზისის მენეჯმენტი
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა პარტნიორ უნივერსიტეტში გერმანიაში