This post is also available in: Deutsch (German) English (English)
ცენტრის ზოგადი აღწერა
უცხოური ენის მასწავლებელთა (გერმანული, ინგლისური) პროფესიული განვითარების ცენტრის მიზანია გააუმჯობესოს უცხოური ენის სწავლისა და სწავლების ხარისხი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. მოამზადოს უცხოური ენის მასწავლებლები ეროვნული სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.
პრაქტიკული და თეორიული კურსი, დაეხმარებათ მათ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მზადებაში და გაკვეთილის სწორ მეთოდურ დაგეგმვაში.
განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშუალო სკოლებში თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნის და უნარების შეძენას.
თბილისის სკოლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ და სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ანალიზმა დაგვანახა, რომ უცხოური ენის პედაგოგები საჭიროებენ მეთოდური, კომუნიკაციური და ინტერკულტურული კომპეტენციის ამაღლებას; ასევე მათ ესაჭიროებათ დახმარების გაწევა უცხოეთის სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, პარტნიორობის დამყარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში.
პროექტის განხორციელება ერთ-ერთი წინგადაგმული ნაბიჯი იქნება განათლების სფეროში. უცხოური ენების პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ახალ-ახალ ინიციატივებს, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მიიღონ უცხოურ გამოცდილებზე დამყარებული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკულ რჩევები, დაამყარონ ურთიერთობა ევროპელ კოლეგებთან.
პროექტი ითვალისწინებს: კურსის შემსწავლელთა დიფერენცირებული ცოდნის დონის მიხედვით, მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებზე ორიენტირებულ სწავლებას, სწავლების ტექნიკებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
ტრენინგებს ატარებენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და მაღალკვალიფიკაციური სპეციელისტები.
პროექტით გათვალისწინებული სწავლების კურსის წინაპირობა: უცხოური ენის B1 – B 2 დონეზე ცოდნა საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
სემინარების მიზანია
-
სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში:
-
მასწავლებელთა ზოგადპროფესიული უნარების განვითარება;
-
მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციის ამაღლება;
-
მასწავლებელთა მეთოდური კომპეტენციის ამაღლება;
-
მასწავლებელთა ცოდნის ამაღლება ქვეყანათმცოდნეობაში;
-
დახმარების გაწევა უცხოეთის სკოლებთან, და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, პარტნიორობის დამყარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში;
-
საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მოწყობა
-
უცხოური ენების მასწავლებელთათვის დახმარების გაწევა დაგეგმილ ეროვნულ სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მზადებაში;