This post is also available in: Deutsch (German)
პროგრამის მზიანია: უცხოური ენის სწავლების მეთოდიკისა და დიდაქტიკის დაუფლება ვიზუალურ და დიგიტალურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და შეძენილი ცოდნის, გამოცდილების, ტრანსფერული უნარების გამოყენება უცხოური ენის სწავლების პროცესში:
შემოთავაზებული თემატიკა
1. სამეტყველო უნარ ჩვევების სწავლება (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა)
მოდული სკოლის მასწავლებლებს სთავაზობს სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლების ახლებურ სტრატეგიებსა და ტექნიკას. მოდულის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლევენ ჩამოუყალიბონ ეს უნარ-ჩვევები თავიანთ მოსწავლეებს.
2. გაკვეთილის დაგეგმვა
სემიანრზე მასწავლებლები გაეცნობიან გაკვეთილის თანამედროვედ ჩატარების და სწორედ დაგეგმვის მეთოდებს. სწავლების მიზანს, შინაარს, პროცესზე და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებასა და სწავლის მეთოდებს, სოციალური ფორმების შეტანას, გაკვეთილის სხვადასხვა ფაზებს. მედიების მეთოდურად სწორედ გამოყენებას, სავარჯიშოთა ტიპოლოგიას. გაკვეთილის გეგმის შემუშავებას, მოცემული თემატიკის მიხედვით.
3. უცხოური ენის სწავლების მეთოდების მოკლე მიმოხილვა, უახლეს დიდაქტიკურ კონცეფციებზე (კომუნიკაციური, ინტერკულტურული) ყურადღების გამახვილებით;
4. გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი ეტაპების განხილვა;
არჩევითი მოდულები
- წაკითხული (ლიტერატურული) ტექსტების გაგება;
- გრამატიკის სწავლება
- შეცდომები და მათი გასწორების გზები
- მასწავლებილის ქცევა უცხოური ენის გაკვეთილზე
- ჰოსპიტაცია (დასწრება)
- დარგობრივი ენის სწავლება
- ტესტირება და შეფასება
- თამაშები უცხო ენის გალკვეთილზე
- ჯგუფური მუშაობა და შიდა დიფერენციაცია
- პროექტები უცხო ენის გაკვეთილზე
კულტურული ასპექტები
- ხელოვნება (სურათი) გერმანული ენის გაკვეთილზე საბაზო მეტყველებისთვის;
- ფილმი/ვიდეო/სურათები და მხარეთმცოდნეობა.
- სიმღერა გერმანული ენის გაკვეთილზე;
- ქვეყანათმცოდნეობა
- უცხოური ენის სწავლება კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებით;
- გერმანული ენის პროექტზე ორიენტირებული სწავლება
- (ინტერკულტურული) ლიტერატურა გერმანული ენის გაკვეთილზე
- ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.