მარკეტინგი

  • Home
  • მარკეტინგი

მეღვინეობის მარკეტინგი და მენეჯმენტი

განსაკუთრებით საქართველოსთვის, სადაც განვითარებულია ღვინის ტურიზმი, მნიშვნელოვანია სათანადო კვალიფიკაციისა და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება ამ სფეროში.

საქართველო ცნობილია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერა, რომელსაც 7000 წლოვანი ტრადიცია აქვს.   ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.

ქართულ კულტურაში განსაკუთრებული სიყვარული გამოიხატა ვაზისა და ღვინისადმი, რომელიც განსაზღვრავს ქართველი ხალხის შემოქმედებით ბუნებას, სოცილურ კონტაქტებსა და სტუმართმოყვარეობას.

ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის  მსოფლიო მნიშვნელობა და უნიკალურობა,  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი.

ღვინის მარკეტინგი და მენეჯმენტი ტრადიციულ კვლევებთან ერთად არის პროფესიული დარგი, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის კარიერულ პერსპექტივას უწყობს ხელს.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გერმანულ თუ ქართულ კომპანიებთან, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს გაიარონ საწარმოო პრაქტიკები.

მეღვინეობის მარკეტინგის და მენეჯმენტის პროფესიული პროგრამა მოგცემთ ფუნდამენტურ ცოდნას, ასევე ღვინის ფართო ცოდნას, რათა ღვინის ინდუსტრიაში დაიკაოთ საპასუხისმგებლო პოზიცია. გარდა ისეთი საგნებისა, როგორებიცაა მარკეტინგი, ადამიანური რესურსები და ფინანსები,  მიიღებთ ცოდნას მევენახეობასა და მარნის მენეჯმენტში.

პროფესიული პროგრამის დასრულებისთანავე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს მარკეტინგში, იმპორტისა და ექსპორტის მენეჯერად, პროდუქციის წარმოების მენეჯერად და გაყიდვებში მსხვილ საერთაშორისო ღვინისა და სავაჭრო კომპანიებში.

მისაღები  პროცედურები:

  • სკოლის ატესტატი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • CV სურათით
  • სამოტივაციო წერილი
  • სერტიფიკატი ინგლისურსა და გერმანულ ენაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საბუთების შერჩევის შემდეგ,  ჩატარდება გასაუბრება მისაღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მაღალი მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

სწავლის  საფასური სემესტრი –1200 ლარი;

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის ატესტატი

სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი

სავალდებულო პრაქტიკა – 9 თვე

სწავლის დასაწყისი – 15 ოქტომბერი

 

info@.eli.ge

www.eli.ge