სწავლა, კვლევა და პრაქტიკები გერმანიაში

  • Home
  • Optional
  • სწავლა, კვლევა და პრაქტიკები გერმანიაში
07 აპრ


This post is also available in: Deutsch (German) English (English)

სწავლა, კვლევა და პრაქტიკები გერმანიაში

გერმანია ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, გამორჩეული უმაღლესი სასწავლებლების მაღალი დონით, პროგრამების ფართო არჩევნითა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებით.

ევროპული ენების ინსტიტუტი სისტემატურად აცნობს ქართველ სტუდენტებს გერმანული ენის ცოდნის შეუზღუდავ შესაძლებლობებს გერმანიაში სწავლის, კვლევის და პრაქტიკის გავლის კუთხით.

გერმანული ენის შესწავლა ნიშნავს უამრავ შანსს, რაც იძლევა განათლების მიღების, პროფესიის წინსვლის და წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობას.

ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ გერმანული ენა ქართველი ახალგაზრდებისთვის სასურველი გავხადოთ, გაუღვიძოთ ამ ენისადმი ინტერესი და დავანახოთ მათ, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა მისი ცოდნა.

ამ მიმართულებით ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან ერთად  ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.