მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი

  • Home
  • მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი

ცენტრის ზოგადი აღწერა

უცხო ენის მასწავლებელთა (გერმანული, ინგლისური) პროფესიული განვითარების ცენტრის მიზანია გააუმჯობესოს უცხო ენის სწავლისა და სწავლების ხარისხი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. მოამზადოს უცხო ენის მასწავლებლები ეროვნული სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.

პრაქტიკული და თეორიული კურსი, დაეხმარებათ მათ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მზადებაში და გაკვეთილის სწორ მეთოდურ დაგეგმვაში.

განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშუალო სკოლებში თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნის და უნარების შეძენას.

თბილისის სკოლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ და სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ანალიზმა დაგვანახა, რომ უცხოური ენის პედაგოგები საჭიროებენ მეთოდური, კომუნიკაციური და ინტერკულტურული კომპეტენციის ამაღლებას; ასევე მათ ესაჭიროებათ დახმარების გაწევა უცხოეთის სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, პარტნიორობის დამყარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში.

პროექტის განხორციელება ერთ-ერთი წინგადაგმული ნაბიჯი იქნება განათლების სფეროში. უცხო ენების პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ახალ-ახალ ინიციატივებს, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მიიღონ უცხოურ გამოცდილებზე დამყარებული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკულ რჩევები, დაამყარონ ურთიერთობა ევროპელ კოლეგებთან.

პროექტი ითვალისწინებს: კურსის შემსწავლელთა დიფერენცირებული ცოდნის დონის მიხედვით, მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებზე ორიენტირებულ სწავლებას, სწავლების ტექნიკებისა და სტრატეგიების დაუფლებას.

ტრენინგებს ჩაატარებენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და მაღალკვალიფიკაციური სპეციელისტები.

პროექტით გათვალისწინებული სწავლების კურსის წინაპირობა: უცხოური ენის B1 – B 2 დონეზე ცოდნა საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით.

სემინარების მიზანია

  • სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში:
  • მასწავლებელთა ზოგადპროფესიული უნარების განვითარება;
  • მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციის ამაღლება;
  • მასწავლებელთა მეთოდური კომპეტენციის ამაღლება;
  • მასწავლებელთა ცოდნის ამაღლება ქვეყანათმცოდნეობაში;
  • დახმარების გაწევა უცხოეთის სკოლებთან, და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის, პარტნიორობის დამყარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში;
  • საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მოწყობა
  • უცხო ენების მასწავლებელთათვის დახმარების გაწევა დაგეგმილ ეროვნულ სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მზადებაში;

სემინარების მიზანია თანამედროვე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ცოდნის და უნარების შეძენა. კურსის მანძილზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება და დანერგვა უცხოური ენის პედაგოგთა პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი

პროგრამის მიზანია: უცხოური ენის სწავლების მეთოდიკისა და დიდაქტიკის დაუფლება ვიზუალურ და დიგიტალურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და შეძენილი ცოდნის, გამოცდილების, ტრანსფერული უნარების გამოყენება უცხოური ენის სწავლების პროცესში:

შემოთავაზებული თემატიკა

1. სამეტყველო უნარ ჩვევების სწავლება (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა)
მოდული სკოლის მასწავლებლებს სთავაზობს სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლების ახლებურ სტრატეგიებსა და ტექნიკას. მოდულის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლევენ ჩამოუყალიბონ ეს უნარ-ჩვევები თავიანთ მოსწავლეებს.

2. გაკვეთილის დაგეგმვა
სემიანრზე მასწავლებლები გაეცნობიან გაკვეთილის თანამედროვედ ჩატარების და სწორედ დაგეგმვის მეთოდებს. სწავლების მიზანს, შინაარს, პროცესზე და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებასა და სწავლის მეთოდებს, სოციალური ფორმების შეტანას, გაკვეთილის სხვადასხვა ფაზებს. მედიების მეთოდურად სწორედ გამოყენებას, სავარჯიშოთა ტიპოლოგიას. გაკვეთილის გეგმის შემუშავებას, მოცემული თემატიკის მიხედვით.

3. უცხოური ენის სწავლების მეთოდების მოკლე მიმოხილვა, უახლეს დიდაქტიკურ კონცეფციებზე (კომუნიკაციური, ინტერკულტურული) ყურადღების გამახვილებით;

4. გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი ეტაპების განხილვა;

არჩევითი მოდულები

  1. წაკითხული (ლიტერატურული) ტექსტების გაგება;
  2. გრამატიკის სწავლება
  3. შეცდომები და მათი გასწორების გზები
  4. მასწავლებილის ქცევა უცხოური ენის გაკვეთილზე
  5. ჰოსპიტაცია (დასწრება)
  6. დარგობრივი ენის სწავლება
  7. ტესტირება და შეფასება
  8. თამაშები უცხო ენის გალკვეთილზე
  9. ჯგუფური მუშაობა და შიდა დიფერენციაცია
  10. პროექტები უცხო ენის გაკვეთილზე

 

კულტურული ასპექტები

    1. ხელოვნება (სურათი) გერმანული ენის გაკვეთილზე საბაზო მეტყველებისთვის;
    2. ფილმი/ვიდეო/სურათები და მხარეთმცოდნეობა.
    3. სიმღერა გერმანული ენის გაკვეთილზე;
    4. ქვეყანათმცოდნეობა
    5. უცხოური ენის სწავლება კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებით;
    6. გერმანული ენის პროექტზე ორიენტირებული სწავლება
    7. (ინტერკულტურული) ლიტერატურა გერმანული ენის გაკვეთილზე

ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.