მიზნები და საქმიანობის სფეროები

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

ინსტიტუტის მიზნები და საქმიანობის სფეროები:

ევროპული ენების ინსტიტუტი, არის 2002 წელს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, საგანმანათლებლო დაწესებულება.

საქართველოს სწრაფვამ ევროპისაკენ მნიშვნელოვნად განაპირობა ინტერესი ევროპისა და ევროპული ენების მიმართ.
საზოგადოების საქმიანობის მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს კულტურათა შორის დიალოგში, მოახდინოს განათლებაში ევროპული ღირებულებებისა და იდეების ინტეგრაცია, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის მიზნით, შეიმუშაოს ფორმალურ თუ ზრდასრულთა განათლების ფარგლებში, საერთო მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამები ევროპელი პარტნიორების თანამომაწილეობით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას. ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში გერმანული ენისადმი ინტერესის გაღვიძებასა და საქართველოსა და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონტაქტების დამყარებაში.

საქართველოში არსებულმა აქტუალურმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა განათლების ახალი მიდგომების და მეთოდების შექმნის საკითხი, რომელიც გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საერთაშორისო სამუშაო ბაზრის სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ყველა სფეროში.

სწორედ აქედან გამომდინარე ინსტიტუტის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე. ამ და სხვა მიზნების განსახორციელებლად ევროპული ენების ინსტიტუტი მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

დასახული მიზნის მისაღწევად საზოგადოება ეწევა შემდეგ საქმიანობას:

  • ხარისხიანი პროფესიული განათლების შეთავაზება, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის განათლების მიზნებსა და შინაარს;

  • საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში პროფესიაზე ორიენტირებული  განათლებისა და  მაღალი კვალიფიკაციის დაუფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებულ თანამედროვე, საერთაშორისო  უნარ-ჩვევებს, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში;

  • უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში  საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან  საერთაშორისო შრომის  ბაზარზე;

  • პრაქტიკებისა თუ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროპაში გამოცდილებისა და პროფესიული უნარების ამაღლებაში ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც მათ კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გაზრდის;

  • ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის  მიზნით, საერთო მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ევროპელი პარტნიორების თანამომაწილეობით;

  • “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების” კონცეფციის შემუშავების მიზნით, ევროპელი ექსპერტების და კერძო სექტორის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში;

  • “მთელი ცხოვრების მანძილზე” სწავლის პრინციპზე დაფუძნებული ფორმალური  თუ ზრდასრულთა განათლების ფარგლებში,  შედარებით მოკლე დროში ცალკეული მოდულების შეთავაზება  კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომიჯნავე პროფესიის დაუფლების მიზნით;

  • პრაქტიკული სწავლებისა  და სამეწარმეო განათლების კომპონენტის გაძლიერება, კერძო სექტორისთვის საჭირო კადრების გადამზადება ევროპელი დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად;

  • გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით პროფესიული კომპეტენციის და გერმანული ენის სოციალური პრესტიჟის  ამაღლება, ახალგაზრდებისთვის ინტერესის გაღვივება გერმანული ენის მიმართ. ენების სწავლა-სწავლების ინტენსივირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება;

  • ევრო კომისიის საერთო სარეკომნდაციო საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი ენის დონის სერტიფიკატის გაცემა;

  • ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება, კონტაქტების დამყარება;

  • უცხო ენის სწავლისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური, კურიკულარული, დიდაქტიკური, მეთოდური პრინციპების შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა. მათ შორის უცხოური ენების, ამასთან ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, ამასთან ჩვენი პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინება;

  • საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ორგანიზება და ჩატარება გერმანელი და ქართველი ექსპერტებისა და პროფესორების თანამონაწილეობით;

  • მოსწავლეთა წახალისების მიზნით რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონკურსების ჩატარება საქართველოს მაშტაბით;

  • მოზარდთა და ახალგაზრდა პედაგოგთა ჩართვა რესპუბლიკურ თუ  საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ სემინარებში მონაწილეობის  მისაღებად;

  • სამეცნიერო/კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება;

  • ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოცდილებების გაცვლა-გაზიარება, მათი ნაშრომების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი პროექტების  განხორციელება და პუბლიკაციების გამოქვეყნება;

  • უცხოური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უცხო ენის სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა გადამზადებაში, როგორც  უცხოურ ენაში ისე შესაბამის კულტურაში;

  • სახელმძღვანელოების, გაზეთების, სამეცნიეროკრებულების, ბუკლეტების, პრეს-რელიზების, წიგნების დაბეჭდვა–გამოცემა, აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნა, მთარგმნელობითი საქმიანობა;

  • სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანების უფლებამოსილება, მათ შორის საერთაშორისო, საზოგადოებრივ (არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება, საერთაშორისო ურთიერთობების, შეთანხმებების, მოლაპარაკებების, საქმიანი გარიგებების წარმოება, ხელშეკრულებების დადება, ასევე სხვა სამართლებრივი ქმედებების განხორციელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;

  • საზოგადოება უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება მისი მიზნებისა და ინტერესების განხორციელებას.