მისია

This post is also available in: Deutsch (German) English (English)


საქართველოში, როგორც განსაკუთრებული მულტილინგვალური და მულტიკულტურული ფესვების და ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხოური ენების შესწავლას. ევროპული ენების ინსტიტუტის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, საგანმანათლებლო დაწესებულების

მისიაა:

გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში; გერმანიაში განათლების მიღების, პროფესიული წინსვლის და წარმატებული კარიერის შექმნის ხელშეწყობა; უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ; მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების მიღების ხელშეწყობა, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საერთაშორისო აკადემიურ ორგანიზაციებთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება.


ღირებულებები:

ევროპული ენების ინსტიტუტის ღირებულებებია სამართლიანობა, ჰუმანურობა, თანასწორობა,ხარისხიანი განათლება და თვითგამოხატვის თავისუფლება.