ეს პროგრამა ამ ეტაპზე არ მოქმედებს
………………………………………………………
ამ პროგრამის მიზანია მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ერთი წლის განმავლობაში იცხოვრონ გერმანიაში, ძიძად მუშაობასთან ერთად პროგრამაში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ საფუძვლიანად შეისწავლონ გერმანული ენა, ეზიარონ გერმანულ კულტურას, გაეცნონ ყოველდღიურ რეალიებს, ქვეყნის ტრადიციებს, ღირებულებებს, ზნე-ჩვეულებებს.
გერმანულ ოჯახში ცხოვრება და ენის კურსები გერმანული ენის კომპეტენციის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლერბლობას იძლევა.
მოთხოვნები პროგრამაში მონაწილეობისათვის:
- ასაკი 18–24 , ვიზის შეტანის პერიოდში
- სასაუბრო გერმანული ენის ცოდნა A 1 (ევროპული ენების ინსტიტუტის ან გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი)
- სკოლის ატესტატი
- ბავშვის მოვლა, უნდა უყვარდეს ბავშვები და სიამოვნებით ატარებდეს მათთან დროს, სასურველია გამოცდილება
- მზაობა, რომ მინიმუმ 6 თვე მაქსიმუმ ერთი წელი დაჰყოთ გერმანიაში
- ჯამრთელობის ცნობა
- გერმანიაში აუ–პაირის პროგრამით ნამყოფი არ უნდა იყოთ
რას გთავაზობთ ოჯახი:
- ჯიბის ფულს 260 ევრო, ავადმყოფობის შემთხვევაში 6 კვირის თანხის წინასწარი გადახდით
- ერთ თვიანი შვებულების გადახდა: (ერთი წლის გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში)
- საკუთარი ოთახი, ავეჯით და გათბობით
- კვება
- ორი ენის კურსის დაფინანსება, ენების სკოლამდე მგზავრობის ხარჯების (ერთ თვიანი სამგზავრო ბილეთი) დაფინანსება
- ოჯახის სურვილით გამოკვლევის ჩატარების ხარჯები
- გერმანულენოვანი გარემო
- შესალებლობა ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ სააგენტოს და თხოვით დახმარება
- ჯამრთელობის დაზღვევა
- მობილობა– მიიღოთ მონაწილეობა კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებში
- კანონმდებლობით დაწესებული თავისუფალი დღეები უქმია, თავისუფალ დღეებში მუშაობის შემთხვევაში შესაბამისად გაგინთავისუფლდებათ სხვა დღეები
- კვირაში ოთხი საღამო და 1,5 დღე თავისუფალია. თვეში მინიმუმ ერთი დასვენების დღე უნდა დაემთხვეს კვირას
შენიშვნა: შაბათი სამუშაო დღეა
იმ შემთხვევაში თუ თუ აუ–პაირი ოჯახთან ერთად მიდის შვებულებაში და მგზავრობის ხარჯები აუ–პაირის გადასახდელია მან შესაძლებელია შვებულებაში ოჯახთან ერთად ყოფნის პერიოდში ბავშვებს მსუბუქად მოუაროს ეს გზის ხარჯებში გამოექვითოს და შვებულებად ჩაეთვალოს. ასეთ შემთხვევებში ეს შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ორივე მხარეს აქვს 14 დღიანი ვადა, ამ ხნის განმავლობაში ყველა უფლება–მოვალეობა ძალაშია. კონტრაქტის შეწყვეტა წერილობით უნდა დაფიქსირდეს.
თქვენი უფლება–მოვალეობანი:
- ბავშვების დილით გაღვიძება და ბავშვების ჩაცმა
- ბავშვების ოთახის დალაგება, მტვერსასრუტით დასუფთავება, ლოგინის დალაგება
- ბავშვების საბავშო ბაღში, სკოლაში წაყვანა
- ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა (ზოოპარკში, პარკში, კინოში და ა. შ)
- მსუბუქად საჭმლის მომზადება
- ბავშვებთან ერთად თამაში, ჭმევა, დაბანა, სასეირნოდ წაყვანა, პამპერსის გამოცვლა და ა. შ.
- ბაღის ბავშვებთან ერთად ჩხირკედელაობა, ხატვა, ბავშვთა გასართობ ადგილებში საქანელებზე წაყვანა, მეგობრებთან ბავშვების გაცილება, თამაში და ა. შ.
- სკოლის ასაკის ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, თამაში, სპორტი, ხატვა, ჩხირკედელაობა
მსუბუქი საქმიანობა:
- საკუთარი ოთახის დალაგება (მტვერსასრუტით დასუფთავება, მტვერის გადაწმენდა)
- სარეცხის მანქანაში სარეცხის შელაგება, სარეცხის დაკიდება და დაკეცვა
- ბავშვების ტანსაცმლის დაუთავება, შესაძლებელია ასევე მასპინძელი ოჯახის წევრების (მოლაპარაკებით)
- ოჯახისთვის და ბავშვებისთვის სადილის მომზადება (კარტოფილის გაფცქვნა)
- მაგიდის გაშლა და ალაგება
- საყიდლებზე წასვლა (მსუბუქი პროდუქტების ყიდვა და შელაგება)
- დახმარება მსუბუქ ბაღის სამუშაოებში ან ცხოველების მოვლაში
რა არ გევალებათ:
კაპიტალური დალაგება, როგორიცაა ფანჯრების წმენდა, მანქანის რეცხვა, სარემონტო სამუშაობი, დიდი საყიდლები.
მსუბუქი საქმიანობა აუ–პაირმა ზომიერად უნდა განახორციელოს. აუ–პაირის მთავარი საქმიანობა ბავშვის მოვლით შემოიფარგლება.
საბუთები პროგრამაში მონაწილეობისათვის:
- აუ-პაირის ანკეტა (ანკეტას მიიღებთ ჩვენს ოფისში);
- ერთი დახასიათება ნაცნობის ან მეზობლის, რაც ადასტურებს თქვენს ბავშვის მოვლის გამოცდილებას
- თქვენი და თქვენს ოჯახთან ერთად გადაღებული გაღიმებული ფოტოები (სასურველია მოგვაწოდოთ ფოტოების ელექტრონული ვერსია)
- დახასიათება მასწავლებლის ან მშობლის (თქვენი ხასიათის დეტალური აღწერა)
- ორი პასპორტის მომღიმარი ფოტო
- თავაზიანი წერილი ოჯახს უნდა დაწეროთ თქვენი ავტობიოგრაფიის შესახებ, თქვენს ოჯახშე, თქვენს გამოცდილებაზე ბავშვებთან, რა გეხერხებათ ოჯახურ საქმიანობაში, თქვენი გეგმებისა და სურვილების შესახებ, რატომ გსურთ გერმანიაში გამგზავრება, 1, 5 გვერდი (ნიმუშს მიიღებთ ჩვენს ოფისში)
- ექიმის ცნობა (ცნობის აღება შესაძლებელია ჩვენს ექიმთან)
- საზღვარგარეთის პასპორტის ქსერო ასლი (რომელსაც მინიმუმ 1, 5 წელი ვადა აქვს)
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (Start Deutsch 1) სერტიფიკატის აღება შეგილიათ ჩვენს ენების ცენტრში
- სკოლის ატესტატი
ყველა საბუთი უნდა იყოს შევსებული გერმანულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ოჯახით უკმაყოფილო იქნებით ჩვენი ოფისი უსასყიდლოდ დაგეხმარებათ ახალი ოჯახის მოძიებაში. ჩვენი პარტნიორი სააგენტო გერმანიაში ასევე დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ გთხოვთ ჩვენს ოფისს შეეხმიანოთ.
ოჯახის პოვნის ვადები
ოჯახის პოვნის ზუსტი ვადების განსაზღვრა ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა, თქვენს მიერ მოწოდებული სურათების ხარისხი, ენის ცოდნის დონე, თქვენი ან ოჯახის მოთხოვნები და ა. შ. თუმცა სტატისტიკური მონაცემებით საშუალოდ ოჯახის პოვნის ვადებია ორი კვირიდან სამ თვემდე.
ვიზა
გერმანიაში გასამგზავრებლად გესაჭიროებათ ვიზა, საქართველოს საკონსულოში უნდა ჩაეწეროთ საბუთების შესატანად, ტელ: 243–53–99 (23) უფასო; 890 007 001 (ზარის ღირებულება 3 ლარი). საელჩოში წარსადგენად გესაჭიროებათ ოჯახის მოწვევა, სადაც იქნება მითითებული, რომ ოჯახი თქვენი ცხოვრების ხარჯებს აფინანსებს. ვიზის ლოდინის პერიოდი გრძელდება 6 კვირიდან (ოჯახიდან დაჩქარების შემთხვევაში) 3 თვემდე. ჩვენი მხრიდან ვეცდებით ვიზის გაცემის მსვლელობის დაჩქარებას, თუმცა ლოდინის გარკვეული პერიოდი გასათვალისწინებელია.
გერმანიაში ჩასვლის შემდეგ მუშაობის უფლების გაცემა და ვიზის გაგრძელება ოჯახის დახმარებით ხორციელდება. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ოპერის სააგენტოს გერმანიაში ან ჩვენს ოფისს.
ფასი
პროგრამაში მონაწილეობის ფასია – 300 ლარი
პირველადი შემოსატანია 100 ლარი, დანარჩენი 200 ლარი მოსაწვევის მიღების შემდეგ არის შემოსატანი.
თანხის გადახდა ხდება ერთჯერადად, ოჯახის გამოცვლის შემთხვევაში დახმარებას უფასოდ გაგიწევთ.
გისურვებთ საუკეთესო გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს გერმანიაში!