პროფესიული განათლება ქართულ-გერმანული პროგრამა

  • Home
  • Optional
  • პროფესიული განათლება ქართულ-გერმანული პროგრამა
02 ნოე


This post is also available in: Deutsch (German) English (English)

სასტუმროს საქმე

უმაღლესი განათლების სფეროში, ინტერნაციონალიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-გერმანული პროგრამა, რომელიც ეფუძნება  ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, კერძოდ კი საქართველოში მომსახურების სერვისის სფეროში უნარების გაუმჯობესებას და დასაქმების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

ინტერაქციული ლექციები (თეორიული, პრაქტიკული).

სტაჟირება გერმანიაში 3 თვე

პროგრამა ემსახურება ზრდასრულთა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და სთავაზობს მსმენელებს როგორც საქართველოში დანერგილ პრაქტიკის გაზიარებას, ისე საერთაშორისო  პროფესიონალურ გარემოში, გერმანიაში  პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

პროგრამა განკუთვნილია ყველა  დაინტერესებული პირისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე, ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.

პროფესიული  პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმროს კვალიფიციური საქმისმწარმოებელი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს, როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა, სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა,  კონსულტირება და სათანადო მომსახურების გაწევა, სასტუმროს მიღება-განთავსების, დაჯავშნის, დასუფთავების კონსიერჟის, მომარაგების, კვებისა და სასმელების სერვისის სამსახურების მუშაობის პრინციპები და პროცედურები. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს სტუმრისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. პროგრამა ასევე შეასწავლის ობიექტის რეკლამირების, რეალიზაციის გზებს, მომხმარებელთა მომსახურების და სტუმარმასპინძლობის ეტიკეტს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს  შეეძლება მუშაობა სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში: დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებში, სასტუმრო სახლებში, დასასვენებელ სახლებში, სანატორიუმებში, საკურორტო კომპლექსებში, საკრუიზო გემებზე.

ლექციებს უძღვებიან ქართველი და გერმანელი  პროფესორ-მასწავლებლები.

პროგრამის მოკლე აღწერა:

საქართველო გეოპოლიტიკურად ძალზე საინტერესო რეგიონია, ამიტომ დიდია საზღვარგარეთის ქვეყნების დაინტერესება ამ რეგიონით (ტურიზმი, საწარმოები, მშენებლობა, ტრანზიტული გზები და ა.შ.)

იზრდება მობილურობა უცხოეთის ქვეყნებთან და შესაბამისად, აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ტურიზმის სფეროში.

პროგრამის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში ტურიზმის, კერძოდ სასტუმროს სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო  მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში  მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას სასტუმროს მართვის სფეროში, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან  საერთაშორისო შრომის  ბაზარზე.

ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო  პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ  განათლებას და  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისაგან  შეიძინოთ როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნა და გახდეთ  ევროპული  გამოცდილების  მოზიარე  და გამზიარებლები.

ტურიზმის ინდუსტრიაში ცოდნის ამაღლების მიზნით პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს სტუდენტი ყოველწლიურად გაივლის გერმანიის სხვადასხვა მიწებზე მაღალბიუჯეტიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში

პრაქტიკული სემესტრის პერიოდში სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას

800 ევრომდე გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით

ასევე უზრუნველყოფილით  იქნება უფასო საცხოვრებელითა და კვებით

მისაღები პროცედურები:

საერთაშორისო პროფესიული პროგრამით  დაინტერესებულმა  პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე: info@eli.ge

  • სკოლის ატესტატი

  • პასპორტის მოწმობის ასლი

  • CV სურათით

  • სამოტივაციო წერილი

  • სერტიფიკატი ინგლისურსა და გერმანულ ენაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საბუთების შერჩევის შემდეგ,  ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • გერმანული ენის ცოდნა A1 დონეზე; ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე

  • მაღალი მოტივაცია

  • კომუნიკაციის უნარი

საერთაშორისო აღიარებული პროგრამა, 3-თვიანი სტაჟირება გერმანიაში სრული დაფინასებითა და სტიპენდიით, აკადემიურ და მეგობრულ გარემოში დაგეგმილი თეორიული და პრაქტიკული კურსი თქვენი წარმატების წინაპირობაა!

ტელ: 599 933318

info@eli.ge

ევროპული ენების ინსტიტუტი