This post is also available in: Deutsch (German) English (English)
ადამიანური რესურსების მართვა
ადამიანური რესურსების მართვის კურსი მოიცავს ორგანიზაციის სტრუქრუტის, კადრების შერჩევის და რეკრუტირების, შეფასების, წახალისების სისტემების, ორგანიზაციული კულტურის, კარიერული ზრდისა და ორგანიზაციის წარმატებისათვის აუცილებელი მოქნილი პოლიტიკისა და თანამედროვე სტრატეგიის საკითხებს.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი სახის ორგანიზაციის პერსონალის მართვის მენეჯმენტისათვის.
მიზანი
მოცემული კურსის მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიებისა და მეთოდების გაცნობა / შესწავლა და მათ განსახორციელებლად აუცილებელი უნარების გამომუშავება.
კურსის ამოცანები
-
ორგანიზაციის სტრუქტურასა და ორგანიზაციულ განვითარებაში ადამიანური რესურსების მართვის როლის გააზრება
-
ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი თანამედროვე მიმდინარეობების გაცნობა
-
კონკრეტული ორგანიზაციების მაგალითებზე პრაქტიკული გამოცდილების მიღება
-
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერული უნარების გამომუშავება
-
ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიზნების განსაზღვრა
-
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიების და მექანიზმების გაცნობა
-
თანამშრომლების შერჩევა და აყვანა / რეკრუტირება
-
თანამშრომელთა მოტივაცია, წახალისების სისტემების შექმნა, ამუშავება
-
თანამშრომელთა განვითარება, სწავლება
-
შეფასების მეთოდების გაცნობა
მოსალოდნელი შედეგები
მოცემული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ თეორიული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ – ანალიზის, დაგეგმვის, შიდა და გარე რესურსების მართვის, ორგანიზაციული კლიმატის, შეფასების და ა.შ. ასევე მონაწილეები შეიძენენ მმართველობით უნარ-ჩვევებს, შეძლებენ პოტენციური თანამშრომლების შერჩევას, რეკრუტირებას; თანამშრომლების ეფექტურობის შეფასებას და შეფასების შედეგებზე მიბმული წახალისების სისტემების შექმნას; ეცოდინებათ ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბების თავისებურებები და მეთოდები; თანამშრომელთა განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა; კარიერული ზრდის და დაქვეითების სისტემების შექმნა;
კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯერისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი, რომელიც დაეხმარებათ თავის სამუშაო ადგილებზე ადამიანური რესურსების სწორედ წარმართვაში.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
-
ორგანიზაციათა მართვის თანამედროვე მიდგომები;
-
ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები;
-
პიროვნული თვისებები და ფასეულობები;
-
აღქმა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება;
-
მოტივაციის ცნება;
-
ემოცია და განწყობა;
-
ორგანიზაციის სტრუქტურის საფუძვლები;
-
ორგანიზაციული კულტურა;
-
ორგანიზაციული ცვლილება;
-
ორგანიზაციული განვითარება;
-
გუნდი;
-
ლიდერობა;
-
კოლეგიალობა;
-
თანამშრომლობა;
-
ორგანიზაციული ფასეულობები