ხედვა

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

ხედვა

საქართველო გეოპოლიტიკურად ძალზე საინტერესო რეგიონია, ამიტომ დიდია საზღვარგარეთის ქვეყნების დაინტერესება ამ რეგიონით (ტურიზმი, საწარმოები, მშენებლობა, ტრანზიტული გზები და ა.შ.) იზრდება მობილურობა უცხოეთის ქვეყნებთან და შესაბამისად, აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ყველა სფეროში.

არსებულმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა განათლების ახალი მიდგომების და მეთოდების შექმნის საკითხი, რომელიც გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საერთაშორისო სამუშაო ბაზრის სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

სწორედ აქედან გამომდინარე ინსტიტუტის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე.

საქართველოს სწრაფვამ ევროპისაკენ მნიშვნელოვნად განაპირობა ინტერესი ევროპისა და ევროპული ენების მიმართ.

საქართველოშიც, როგორც განსაკუთრებული მულტილინგვალური და მულტიკულტურული ფესვების და ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხოური ენების შესწავლას.
ჩვენი მისია საქართველოში, გერმანული ენის სოციალური პრესტიჟის ამაღლება და გერმანულის სწავლების ხელშეწყობაა. გერმანული ენის ცოდნა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს, რათა მათ შეიძინონ გამოცდილება და აიმაღლონ პროფესიული უნარები ევროპაში, რითიც ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ევროპული ენების ინსტიტუტის ფარგლებში არსებულმა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ, არაერთ ახალგაზრდას გერმანიაში განათლების მიღებისა ან პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცა.

ქართულ-გერმანული ერთობლივი მოდულური პროგრამების კონცეფცია ითვალისწინებს თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკული ნაწილის გავლას სრული დაფინასებითა და სტიპენდიით გერმანიაში.
ინსტიტუტის მიზანია გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი უცხოური ენებისა და განსაკუთრებით გერმანული ენის მიმართ. ასევე ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობით ახალგაზრდების შესაძლებლობება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ განათლებას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა და ტრენერებისგან შეიძინოთ, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროპული გამოცდილების მოზიარე და გამზიარებლები.

გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ყველა დამსაქმებელს იზიდავს სამუშაოს ის მაძიებლები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ გამოცდილება მიღებული. ჩვენი პროგრამის მონაწილეები საკუთარ კომპეტენციას, შესაბამისი გერმანული სერტიფიკატით ადასტურებენ და ისინი წარმატებით დასაქმებულები და ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.

აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ევროპული ენების ინსტიტუტის სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამით.

ჩვენი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველა გამორჩეულ, შრომისმოყვარე, პრივილეგირებულ, პროგრესულად მოაზროვნე, მომავალსა და წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას!

ევროპული ენების ინსტიტუტი აუცილებლად გახდება თქვენი წარმატების საწინდარი!