ბიზნესკომუნიკაცია და მარკეტინგი

  • Home
  • ბიზნესკომუნიკაცია და მარკეტინგი

ბიზნესკომუნიკაცია და მარკეტინგი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სკოლის ატესტატი

სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი

სავალდებულო  პრაქტიკა – 9 თვე

სწავლების ადგილი: საქართველო

პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში – მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, საბუღალტრო აღრიცხვაში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე.

ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო  პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ  განათლებას და  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისაგან  შეიძინოთ როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნა და გახდეთ  ევროპული  გამოცდილების  მოზიარე  და გამზიარებლები.

დასაქმების სფეროები: მარკეტინგი და  და კომუნიკაციები, რეკლამა,  საზოგადოებასთან ურთიერთობი, ღონისძიები,მულტიმედია, პიარი, და დიზაინის სფეროებში.

საბუთების  მიღების  ვადა:  2019  წლის  03 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე;

მისაღები  პროცედურები:

საერთაშორისო  სასერტიფიკატო  პროგრამით  დაინტერესებულმა  პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე: info@eli.ge

  • სკოლის ატესტატი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • CV სურათით
  • სამოტივაციო წერილი
  • სერტიფიკატი ინგლისურსა და გერმანულ ენაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საბუთების შერჩევის შემდეგ,  ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მაღალი მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

სწავლის  საფასური სემესტრი – 1500 ლარი;

საერთაშორისო აღიარებული პროგრამა, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკი,  3-თვიანი სტაჟირება გერმანიაში სრული დაფინასებითა და სტიპენდიით, აკადემიურ და მეგობრულ გარემოში დაგეგმილი თეორიული და პრაქტიკული კურსი თქვენი წარმატების წინაპირობაა!

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

სწავლის დასწყისი 15 ოქტომბერ

დაგვიკავშირდით:

info@eli.ge

www.eli.ge