ბიზნესკომუნიკაცია

  • Home
  • ბიზნესკომუნიკაცია

This post is also available in: Deutsch (German) English

ბიზნესკომუნიკაცია

საქართველოს ინტეგრაციის პროცესი  მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ინტენსიური ბიზნესკომუნიკაციის ფონზე მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის წარმატებულად განხორციელების უმნიშვნელოვანესი პირობა კულტურათაშორისი ბიზნესკომუნიკაციის პროცესის ეფექტური მენეჯმენტია.

თანამედროვე პროფესიული ბაზრის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს უცხოენოვან ორგანიზაციათა მზარდი მოთხოვნილება უცხოენოვანი ბიზნესკომუნიკაციის უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტებზე.

პროგრამის მიზანია, ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რომლებიც კარიერული და პიროვნული ზრდის, ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალი ბიზნეს კომუნიკატორი, რომელიც შეძლებს:

  • საერთაშორისო ბიზნეს გარემოში მიმდინარე ეფექტიანი კომუნიკაციური პროცესების მართვას;

  • მულტილინგვალურ სივრცეში მოქმედებას;

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროფესიული კუთხით შემოქმედებითად გამოყენებას, პრეზენტაციას, როგორც მშობლიურ, ასევე უცხოურ ენაზე;

  • მუდმივ განვითარებას და საკუთარი სწავლების მუდმივ სრულყოფას;

  • ბიზნესის მორალური და ეთიკური ნორმებისა და ღირებულებების დაცვას და კორპორატიულ კულტურაში გატარებას;

  • ინფორმაციის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებას.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • კომუნიკაციის პროცესი და მისი მნიშვნელობა მართვის ეფექტურობისათვის

  • საქმიანი მოლაპარაკებები;

  • საქმიანი ეთიკეტი (ეტიკეტი), საქმიანი ეთიკეტის ზოგადი ცნებები

  • სატელეფონო საუბრები, საქმიანი მიმოწერები

  • საქმიანი ადამიანის ქცევის ნორმები

  • საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმართვის განმსაზღვრელი ფაქტორები

  • კლიენტები და მათი იდენტიფიცირება

  • ბიზნეს-კომუნიკაციები და ბიზნეს-მოდელები