ინტერკულტურული კომუნიკაცია

  • Home
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია

This post is also available in: Deutsch (German) English (English)

ინტერკულტურული კომუნიკაცია

მოკლე აღწერა

კულტურათაშორისი კომუნიკაცია ინტერდისციპლინარული საგანია და კურსი მოიცავს საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ, ლინგვისტურ თუ ეთნოლოგიურ კომპონენტებს. გარდა ამისა, კურსში ჩართული იქნება ისეთი დისციპლინები, როგორიცაა მედია, კულტურული ან სოციალური მეცნიერებები.

ინტერკულტურული კომუნიკაციის კურსის მიზანია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგება კონსტრუქციული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

არა მხოლოდ ენა განასხვავებს ქვეყნებსა და კულტურებს ერთმანეთისგან, არამედ ჟესტიკულაცია, მიმიკა, ეტიკეტი, ხმის ტემბრი, სხეულის ენა განსხვავდება კულტურის მიხედვით.

კულტურათაშორისი კომუნიკაციის კურსი მოიცავს ორ ძირითად კომპლექსს: კულტურასა და კომუნიკაციას. ამასთან კულტურათაშორისი კომუნიკაცია ეხება სხვადასხვა კულტურებს შორის ურთიერთგაგების განსაკუთრებულ მახასიათებლებს.

შინაარსი:

• კულტურათაშორისი კომუნიკაციის შესავალი
• ინტერკულტურული კომპეტენცია
• კულტურა და კულტურული განსხვავება
• კულტურული იდენტობა
• ინტერკულტურულობა ციფრულ მედიაში
• ინტერკულტურული განათლება
• ინტერკულტურული სწავლება
• მულტილინგვიზმი და მეორე ენის ათვისება
• არავერბალური კომუნიკაცია
• ტრანსკულტურულობა