ზოგადი კურსები

უცხო ენების კურსები ითვალისწინებს უცხო ენაში ცოდნის გაღრმავებას ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი დონეების მიხედვით. იგი აწვდის მასალებს უცხოენოვანი ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, ყოველდღიური რეალიების, ღირებულებების, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, სოციო-კულტურული თავისებურებების შესახებ.

იგი სთავაზობს ცალკეული სამეტყველო უნარ-ჩვევების განმავითარებელ ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებელ სხვადასხვა მოდულს, რაც სასურველი მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

კურსი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვისაც სურს მოემზადოს ფრანგულ ენაში, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

კურსებს ხელმძღვანელობენ საქართველოსა და უცხოურ ქვეყნებში მომუშავე პროფესორები, მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.